საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ ახორციელებს. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. სწორედ აღნიშნული პროექტის შესახებ გამოცდილებებს გასული ნაკადის მონაწილეები გვიზიარებენ.
პროექტის მეორე ნაკადის ერთ-ერთი მონაწილე მანანა მჭედლიშვილია, რომელიც ხევსურული ნაქარგობებით დაახლოებით ათი წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ ამ საქმიანობითაა დაკავებული. პროექტის ხელშეწყობით კი, კომპანია „ნაჭრელა“ უკვე გაფართოებასა და რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც გეგმავს.
„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ იყო ერთგვარი ბიძგი, რომ ჩემი ნამუშევრები მეტი ადამიანისთვის გამეცნო. იქ დავინახე, რა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს თუნდაც ერთი ნემსით გაკეთებულ საქმეს. ეს არის პროექტი, რომელიც მეტი კონტაქტის, აქტივობისა თუ საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პროექტის შემდეგ დავიწყე კიდევ უფრო აქტიურად მუშაობა და ჩემმა მომხმარებლებმა თავიდან აღმომაჩინეს ჩემს ნაქარგობებთან ერთად. წარმატებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და ეს პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ამბობს კომპანია „ნაჭრელას“ დამფუძნებელი, მანანა მჭედლიშვილი.
„ბელის ცომიკები“ სიყვარულის, ხალისის, სიფერადისა და ფანტაზიის უსაზღვრო წყაროა. მას შეუძლია ოჯახის წევრები შვილებთან უფრო მეტად დაახლოვოს, გაახალისოს და გააბედნიეროს არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. ჩვენთან ერთად ყველა ბედნიერია“, - ამბობს საბავშვო საძერწი ეკო პლასტელინის - „ბელის ცომიკების“ დამფუძნებელი, მადონა ბეინაშვილი. რომელიც „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის” მეორე ნაკადის ბენეფიციარია.
მადონა გვიყვება, რომ სწორედ „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობისას გადაწყვიტა კომპანიის სახელის - „ცომიკების“ დარქმევა და ამიტომ მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროექტზე საუბარი.
„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამიდან“ ძალიან ბევრი რამ მივიღე - მოტივაცია, ცოდნა, მიმართულება, საინტერესო ადამიანები, იდეები, რაც მთავარია სახელი „ცომიკები“, რისთვისაც უზომოდ მადლიერი და ბედნიერი ვარ. ეს პროგრამა არის და ყოველთვის იქნება ჩვენი საქმიანობის, იმ გეგმებისა და მიზნების სათავეში, რომელიც გვაქვს და სულ მალე განვახორციელებთ“, - ამბობს „ბელის ცომიკების“ დამფუძნებელი, მადლონა ბეინაშვილი.
ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი