"500 მლნ ლარი საინვესტიციო მოთხოვნების მინიმუმი იქნება, რომლის მოლოდინი მთავრობას ინვესტორებისთვის წყალტუბოს განვითარების საპრივატიზაციო პაკეტის წარდგენისას აქვთ", - ამის შესახებ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ გეგმის წარდგენისას ჯერ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, შემდეგ კი - ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ინვესტორები აქტიურები იქნებიან და იმ შესაძლებლობეს განმარტავს, რომელიც გეგმის განხორციელების შემთხვევაში, წყალტუბოს და რეგიონებს ექმნება.
„ველით, რომ კერძო სექტორი იქნება ძალიან აქტიური და 500 მლნ ლარის ინვესტირებას მოახდენს. ეს საინვესტიციო მოთხოვნების მინიმუმი იქნება, რომლის მოლოდინი ჩვენ საპრივატიზაციო პაკეტის შეთავაზების შედეგად გვექნება.
ეს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მინიმუმ 3 200 პირდაპირ სამუშაო ადგილს გააჩენს, როგორც მშენებლობა-რეაბილიტაციის, ასევე ფუნქციონირების პერიოდში, თუმცა ამას მნიშნელოვანი გადამდები ეფექტი რეგიონისთვის და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისთვის ექნება.
10-ჯერ გაიზრდება უძრავი ქონების ფასები და წყალტუბო გახდება მიმზიდველი საინვესტიციო ადგილი არამხოლოდ სასტუმრო ინფრასტრუქტურის, არამედ ყველა იმ დამხმარე ინფრასტრუქტურის მხრივ, რაც ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება.
საბოლოოდ მივიღებთ 6 000 საწოლფონდს და თუ ადრე 300 000 ვიზიტორს ვმასპინძლობდით, სწორად განვითარების შემთხვევაში 350 000 ვიზიტორის მასპინძლობას შევძლებთ.
დღეისთვის წარმოგიდგენთ 14 საინვესტიციო პროექტს, აქედან ჩვენი შეფასებით და კომპეტენტური საერთაშორისო კომპანიების შესწავლით 5 პრემიუმ კლასის სასტუმრო, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და სხვადასხვა ტიპის განთავსების 4 ობიექტი. დღეისთვის სასტუმროში 10 ობიექტი ფუნქციონირებს და არცერთი არ არის მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი