მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, "საქართველოს ბანკმა" პანდემიის პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესებს სესხის გამარტივებული პირობები შესთავაზა, რომელიც სახელმწიფოს შეცვლილი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში 19 ივნისიდან ამოქმედდა.
"საქართველოს ბანკში" მიიჩნევენ, რომ ბიზნესისთვის ფინანსები, გამარტივებული პირობებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რაც კომპანიებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება; ეს კი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
როგორც BM.GE-ისთან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის განმახორციელებელი ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, სახელმწიფოს მხრიდან სესხის აღების პირობების გამარტივებამ ორი მიმართულებით იმუშავა.
„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ორ მხარეს დაეხმარა: ერთი - მეწარმეს, რომელსაც უკვე შეუძლია სესხი აიღოს, რადგან სესხის უზრუნველყოფის საკითხი მისთვის გადაწყვეტილია და სახელმწიფოს ბანკთან მას სესხის 90%-ის გარანტორად უდგება, ეს კი მყარი გარანტიაა, იმიტომ რომ თანხა კომპანიის სახელზე, ბანკის დეპოზიტზეა განთავსებული და მეორე მხრივ, ბანკებმა ამ პროგრამით უფრო მეტი ბიზნესის დაფინანსება და ახალ სეგმენტებში შესვლა შეძლეს. დღეს, კრიზისის პერიოდში ფინანსებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია. მე ვიტყოდი, რომ ბანკებში სესხებზე უფრო მეტი მოთხოვნაც გაჩნდა. ამიტომ, ჩვენც და ბანკებსაც ძალიან გვინოდოდა, კრიზისის პერიოდში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით, რაც შეიძლება მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ესარგებლა. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ "საქართველოს ბანკთან" და დარწმუნებული ვართ, "საქართველოს ბანკი", ისევე როგორც სხვა ბანკები, მეტი პროექტით შემოვა სახელმწიფოსთან პარტნიორობაში“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
რა შესაძლებლობებს აჩენს გამარტივებული სესხის პირობები მცირე და საშუალო ბიზნესებისთის - ამ კითხვით BM.GE-მ პროგრამის ერთ-ერთ ბენეფიციარს - თხილის გადამამუშავებელ საწარმოს მიმართა, რომელმაც "საქართველოს ბანკიდან" 1 050 000 ლარის სესხი აიღო და ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში არსებული საწარმო გააფართოა.
„თხილის წარმოებაში განვითარებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმით და "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის სესხის გაუმჯობესებული პირობებით ვისარგებლეთ და 1 050 000 ლარის სესხი ავიღეთ, რამაც ჩვენი წარმადობა მნიშვნელოვნად გაზარდა. თუ წინა წელს ვამუშავებდით 10 ტონა თხილს, წელს 15-20 ტონამდე თხილი მუშავდება. ამ თანხით დანადგარები შევიძინეთ და დღეს უკვე შეგვიძლია ვაწარმოოთ ნედლეულიდან, ყველა ეტაპის გავლით, საბოლოო პროდუქტი და გვქონდეს გამართული წარმოება; რომ არა ეს სესხი, იმ ტემპით, რა ტემპითაც ახლა ვმუშაობთ, ვერ ვიმუშავებდით“, - განაცხადა კომპანია „თოლეს“ დამფუძნებელმა თორნიკე დარჩიამ.
ცნობისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის სესხის თანხის მინიმალური ოდენობა 50 ათას ლარს, მაქსიმალური კი − 5 მლნ ლარს შეადგენს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ