მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეთანხმებას მიაღწიეს "ჯორჯიან მანგანეზმა“ და მაღაროელებმა - კომპანიის განცხადება

60895afbf1bd3
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.21 18:44
866
რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზმა“ და დასაქმებულებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია თავად ავრცელებს.

მათი ცნობით, შპს „ ჯორჯიან მანგანეზსა“ და დასაქმებულებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ დღეს შესაბამისი 7-პუნქტიანიადოკუმენტი პროფკავშირებთან გაფორმდა.

„შეთანხმება იმის გარანტიაა, რომ 2021 წლის პირველი მაისიდან კომპანიის თანამშრომლები ახალი ხელშეკრულების საფუძველზე იმუშავებენ“, - აღნიშნავენ „ჯორჯიან მანგანეზში“.

შეთანხმება ითვალისწინებს:

1. 2021 წლის 1-ლი მაისიდან განხორციელდეს დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია 5,2%-ით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საშუალო წლიური ინფლაციის შესაბამისად (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).

2. დასაქმებულებს, წელიწადში ოთხჯერ – შობის, აღდგომის, გიორგობის (23 ნოემბერი) და სამთოელის დღესთან დაკავშირებით მიეცეს ფულადი საჩუქარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 62.5 ლარის ოდენობით.

3. 2021 წლის 1-ლი მაისიდან თითოეული დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს 250 (დარიცხული) ლარის ოდენობით (ძირითად სახელფასო ტარიფში შეტანით).

4. წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს და ყველა იმ კომპანიის თანამშრომლებზე, რომლებიც ოპერირებენ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს კუთვნილი სალიცენზიო უფლებამოსილების ფარგლებში.

5. უახლოესი 2 (ორი) თვის განმავლობაში მხარეები იმუშავებენ და მოამზადებენ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტს, რომლითაც როგორც კომპანიის, ასევე პროფკავშირის და დასაქმებულების ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და სხვა საკითხები დარეგულირდება, რომელიც მხარეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებისა დაპარტნიორული პრინციპების დამკვიდრებისთვისაა აუცილებელი.

6. მხარეთა შორის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, წინამდებარე შეთანხმება მისი განუყოფელი ნაწილი გახდება.

7. წინამდებარე ხელშეკრულება მასზე ხელმოწერისთანავე უნდა ამოქმედდეს.

ცნობისთვის: მაღაროელების გაფიცვა 22 აპრილს ხელფასების 50%-იანი ზრდის მოთხოვნით დაიწყო. დასაქმებულებმა პროფკავშირების მეშვეობით კომპანიასა და ჯანდაცვის სამინისტროს ამ მოთხოვნით 1 აპრილს მიმართეს. მხარეებს შორის რამდენჯერმე შემდგარი კომუნიკაცია უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა დღეს კომპანიის განცხადების მიხედვით, მაღაროელები კომპანიის შეთავაზებას დასთანხმდნენ.
(NS)