უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას რუსეთზე წნეხის გაგრძელებისკენ და უსაფრთხოების ახალი ინსტრუმენტებისა და გარანტიების შემუშავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან იაპონელ პარლამენტარებს, მათივე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ იაპონია აზიაში პირველი ქვეყანა იყო, ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა და იაპონიას სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
„მოგიწოდებთ გააერთიანოთ აზიის ქვეყნების - თქვენი პარტნიორების ძალისხმევა, იმისთვის რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს, რათა რუსეთმა მშვიდობის ძიება დაიწყოს და უკრაინაში თავისი სასტიკი შემოჭრის ცუნამი გააჩეროს. საჭიროა რუსეთთან ვაჭრობაზე ემბარგოს დაწესება. კომპანიები უნდა გამოვიდნენ რუსეთის ბაზრიდან, რომ ფული რუსული ჯარს არ მოხმარდეს“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინამ, პარტნიორებმა და ანტისაომარმა კოალიციამ უნდა შექმნან იმის გარანტია, რომ მსოფლიო უსაფრთხოება საბოლოოდ არ განადგურდება, რადგან არსებულმა ორგანიზაციებმა სათანადო პასუხი ვერ გასცეს აგრესიას.
„თქვენ ხედავთ, რომ საერთაშორისო დაწესებულებებმა არ იმუშავა. გაერომ და უშიშროების საბჭომაც კი. რა შეუძლიათ მათ? ისინი რეფორმირებას საჭიროებენ. მათ პატიოსნების ინექცია ესაჭიროებათ, იმისთვის, რომ ქმედითები გახდნენ, იმისთვის რომ ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღონ და გავლენა იქონიონ და არა მხოლოდ განიხილონ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო მსოფლიო დესტაბილიზირებულია და ბევრი სხვა ახალი კრიზისის ზღვარზე იმყოფება. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების ახალი გარანტიების შექმნა.
„შეიძლება კი ამის გაკეთება არსებული საერთაშორისო სტრუქტურების ბაზაზე? ასეთი ომის შემდეგ დაზუსტებით ვიცი, რომ - არა. ახალი ინსტრუმენტებია შესაქმნელი. ახალი გარანტიები, რომელიც ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ პრევენციული და ძლიერი ხასიათის იქნება. რომლებიც სინამდვილეში შეძლებენ დახმარებას. იაპონიის ლიდერობა მათ შემუშავებაში შესაძლოა შეუცვლელი იყოს - უკრაინისთვის, მშვიდობისთვის. მე ამას გთავაზობთ“, - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს.
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ