ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეიდან, საგანგებო მდგოამრეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. სრული კარანტინის პირობებში, მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გადაადგილდეს აუცილებელი საჭიროებებისათვის.
„მოგეხსენებათ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი, დადასტურდა 4 შემთხვევა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო აქტიური და ოპერატიული პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, და ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტშიამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რა რეჟიმიც მოქმედებს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დღეიდან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებებისათვის, როგორებიცაა საკვების და წამლების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ადგილობრივ მოსახლეობას, სპეციალური რეჟიმის დაცვით ექნება შესაძლებლობა, აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები.
რაც შეეხება მედიის მუშაობას, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ლენტეხში იმოქმედებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს, შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა.
„აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ისევე, როგორც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლენტეხში იმუშავებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს, ისევე, როგორც ბოლნისსა და მარნეულში, შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის შესასვლელ და გასასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები. ადგილზე უკვე დაწყებულია პროაქტიური თერმოსკრინინგი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი. მოხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება და შესაბამისად, გამოვლენა, ვინაიდან, ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებითი ეფექტი გამოიღეს ბოლნისისა და მარნეულის შემთხვევაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება სურსათის შეუფერხებელი მიწოდება. აღნიშნულ საკითხს კოორდინაციას გაუწევს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბი და პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.
„უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს საკვები პროდუქტების თვალსაზრისით და არ შეფერხდება საკვები პროდუქტების მიწოდება ამ მუნიციპალიტეტში. ამას ყველაფერს კოორდინაციას გაუწევს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბი და პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.
ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, ჩვენ შევაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ვატარებთ, ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ დაიცვას ის რეკომენდაციები და შეზღუდვები, რომელიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაითვალისწინოს ისინი, რათა ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად შევაკავოთ COVID-19-ის გავრცელება, დაიცვან საკუთარი თავი, ახლობლები და ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო