მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სიახლეებით შეხვდა კურორტი გოდერძი ახალ სეზონს?

5e305ede25be2
ნუცა ბაზლიძე
28.01.20 21:00
1943
წელს კურორტ გოდერძიზე პირველად მივიდა გაზი. გაიხსნა აჭარისთვის სახასიათო ლაუნჯ-ბარი. ასევე, გაიხსნა სათხილამურო სკოლისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სპეციალური ცენტრი, რომელიც მოემსახურება იქ ასულ ტურისტებს. გაუმჯობესდა არსებული კოტეჯებიც, - ამის შესახებ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

ზოიძის განმარტებით, კურორტ გოდერძიზე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

„კურორტი არის ახალი და მასში 150 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება, ახლა მიმდინარეობს ძალიან მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობა. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, მაგრამ კურორტს ამ ეტაპზე აქვს ინფრასტრუქტურა, რომლითაც შეუძლია უმასპინძლოს ერთდროულად დაახლოებით 200-მდე ვიზიტორს და შესთავაზოს ის სერვისები, რომლებიც დასვენებისთვის არის საჭირო.

დაახლოებით 5 წელიწადში კურორტმა უნდა შეძლოს დღის განმავლობაში ერთდროულად 7000-მდე ვიზიტორის მიღება. კურორტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. გაუკვალავ თოვლში მოგზაურებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო და სათავგადასავლო, ამ შემთხვევაში, სასრიალო ტრასების მოწყობაა შესაძლებელი“, - დასძინა თინათინ ზოიძემ.