მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სიახლეებს ნერგავს "საქართველოს ბანკი" ბიზნესების მხარდასაჭერად?

628e2ecf4f789
გიორგი თოლორდავა
25.05.22 17:11
734
მიმდინარე თვეს „საქართველოს ბანკმა“ წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Bank of Georgia UPDATE-ს უმასპინძლა, რომელზეც „საქართველოს ბანკის“ არაერთი ინოვაციური და ამბიციური სიახლის შესახებ გახდა ცნობილი. დაგეგმილი განახლებები გათვლილია როგორც ინდივიდუალურ პირებზე, ასევე - ბიზნესებზე.

ამ სტატიაში კი ვრცლად სწორედ იმ სიახლეებზე ვისაუბრებთ, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ ბიზნესმომხმარებელს შეეხებათ. საგულისხმოა, რომ ბიზნესის ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის აუცილებელია ბანკთან თანამშრომლობა, „საქართველოს ბანკის“ გუნდი კი, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი განვითარების ხელშესაწყობად ახალი სერვისების შექმნაზე აქტიურად მუშაობს.

Bank of Georgia UPDATE-ზე ცნობილი გახდა ბიზნესებისთვის გადახდების მართვის ციფრული პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელიც მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს, თუმცა ჩვენ მხოლოდ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ინფორმაციით არ შემოვიფარგლეთ და დამატებითი შეკითხვებით „საქართველოს ბანკის“ გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბაია ჭალელიშვილს მივმართეთ:

- საქართველოს ბანკი გადახდების მართვის ახალ პლატფორმას ქმნის, რა შესაძლებლობებს და უპირატესობებს მისცემს ეს ბიზნესს ?

"საქართველოს ბანკის" გადახდების მართვის ახალი პლატფორმა გადახდების სხვადასხვა სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და ბიზნესს გადახდების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

ახალი პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი ხდება დამოუკიდებლად მართოთ პროცესები - ფილიალში მიუსვლელად, სწრაფად და მარტივად გაიაროთ ონლაინრეგისტრაცია, რის შედეგადაც მომენტალურად გახდებით გადახდების მიმღები.

გარდა ამისა, ბიზნესი შეძლებს მარტივად, მინიმალურ დროში, დეველოპერის ჩართულობის გარეშე ჩააინტეგრიროს საკუთარი ბიზნესის ვებ-გვერდზე სასურველი გადახდის მეთოდები; მოითხოვოს ან გააუქმოს მისთვის საჭირო სხვადასხვა ციფრული და ფიზიკური გადახდის ინსტრუმენტები; პლატფორმაზე მოიწვიოს და დაამატოს ბიზნესში ჩართულ თანამშრომლები და მისცეს მათ დეშბორდის მეშვეობით გადახდების მართვის შესაძლებლობა.

შესაბამისად, გადახდების მართვის პლატფორმის ერთიანი სივრცე ბიზნესმომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, მოითხოვოს ან გააუქმოს მისთვის საჭირო სხვადასხვა ციფრული და ფიზიკური გადახდის ინსტრუმენტები; ბანკის ჩართულობის გარეშე, ეფექტიანად მართოს გადახდებთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციები (როგორიცაა გადახდის გაუქმება და მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება); ონლაინ ადევნოს თვალი გადახდებს; პლატფორმაში ჩაშენებული ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით გააანალიზოს მომხმარებლის ქცევა, ინდუსტრიის პოტენციალი და პოპულარული გადახდები.

ეს ბიზნესს მნიშვნელოვნად დაეხმარება, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები და გაზარდოს გაყიდვები.

- ახალი პლატფორმის საშუალებით რამდენად გამარტივდება სისტემაში რეგისტრაციის, გადახდის მეთოდების ინტეგრირებისა და მართვის პროცესი?

ახალი ციფრული პლატფორმის საშუალებით, საგრძნობლად გამარტივდა აღნიშნული პროცესები - გადახდებზე რეგისტრაცია ფილიალში მიუსვლელად, სრულად ციფრულად და მარტივადა იქნება შესაძლებელი.

ყველა გადახდის სერვისი და მეთოდი გაერთიანებული იქნება ერთ სივრცეში და ბიზნესები შეძლებენ ახალი სერვისების აქტივაციას დამოუკიდებლად, ბანკის ჩართულობის გარეშე.

იმისთვის, რომ ბიზნესებმა შეძლონ აღნიშნული პლატფორმით სარგებლობა, ისინი უნდა ეწვიონ აღნიშნულ ბმულს - სისტემაში შესვლა (bog.ge) და გაიარონ რეგისტრაცია. საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესების დეშბორდზე უკვე ხელმისაწვდომი იქნება გადახდების ყველა პროდუქტის და ოპერაციის ნახვას, ხოლო ახალი ბიზნესები შეძლებენ ონლაინ დარეგისტრირდნენ გადახდების მიმღებებად, რის შემდეგაც შეძლებენ გადახდების მართვის პლატფორმის ყველა სერვისით სარგებლობას.

- რა ტიპის ანალიტიკურ მონაცემებს მიიღებს ბიზნესი "საქართველოს ბანკის" საშუალებით და რა ინტერვალით შეძლებს მომხმარებელი განახლებული სტატისტიკისა და გადახდების ისტორიის ნახვას?

ყველა გადახდის ოპერაცია მყისიერად აისახება დეშბორდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესები შეძლებენ თვალის დევნებას, თუ როგორ იზრდება გადახდები. ბიზნესებს დახვდებათ ანალიტიკური რეპორტები, რომელიც საშუალებას მისცემს გაანალიზონ მომხმარებლების ქცევა, ინდუსტრიის პოტენციალი, პოპულარული გადახდები; ამ ინფრომაციაზე დაყრდნობით დაგეგმონ კამპანიები და გაზარდონ გაყიდვები.

ბიზნესსექტორზე ორიენტირებულ სერვისებზე საუბრისას, ცხადია, BMG-ს არ გამორჩენია „საქართველოს ბანკის“ მობილ და ინტერნეტბანკი, რომელსაც ციფრული სერვისების მისაღებად ბიზნესები ყოველდღიურად აქტიურად იყენებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ „საქართველოს ბანკის“ ციფრული პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელ ლიკა თავართქილაძეს მივმართეთ:

- რის შესაძლებლობას აძლევს „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ და მობილბანკი ბიზნესს, რომელი სერვისებია ამჟამად დისტანციურად ხელმისაწვდომი?

სერვისების და პროდუქტების ჩამოთვლა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის დისტანციურად არის ხელმისაწვდომი ამ ფორმატში ალბათ რთულია, იმდენად დიდია მათი რაოდენობა. ყველა საჭირო და მოთხოვნადი პროდუქტი დღეს ციფრულად ხელმისაწვდომია, დაწყებული პირველი ანგარიშით (საქართველოს ბანკის მომხმარებლად რეგისტრაციით) დასრულებული ბიზნესბარათით, პოს ტერმინალით, ონლაინ სატენდერო გარანტიით და ბიზნესის სამართავად საჭირო სხვა პროდუქტებით.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს „საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ბიზნეს მომხმარებლებს ისეთ პროდუქტებსაც სთავაზობს, რომელიც სხვაგან არსად არ არის ხელმისაწვდომი - მაგალითად ციფრული ბიზნესბარათი. აღნიშნული ბარათის დამატება Apple Pay-შიც არის შესაძლებელი. ჩვენი ხედვა კი მომავალში იქით მიდის, რომ მომხმარებლისთვის ციფრულად ხელმისაწვდომი გავხადოთ სრულად ყველა ის პროდუქტი და სერვისი, რასაც ფილიალში ვთავაზობთ. მეტიც, აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებლებს ბიზნესის მართვის და განვითარების დამატებითი შესაძლებლობებიც შევთავაზოთ არასაბანკო პროდუქტების სახით.

- რამდენად მარტივია ბიზნესის მფლობელთათვის ინტერნეტ ბანკის ანგარიშის გახსნა და რა პროცედურასთანაა ეს დაკავშირებული?

აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია - მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებას დაახლოებით 2-3 წუთი სჭირდება. ამასთან, არანაირი დამატებითი დოკუმენტის წარდგენა ან ატვირთვა არ არის საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში, მომხმარებელი მარტივი მონიშვნებით ანგარიშთან ერთად ბიზნესის სამართავად საჭირო პროდუქტების სრულ კომპლექტსაც იღებს, რომელიც აერთიანებს: ანგარიშს, ინტერნეტბანკს, ბიზნესბარათს (ციფრული ან/და პლასტიკური) და შეტყობინების სერვისს. ამასთან, დამატებითი ბენეფიტის სახით, მომხმარებლებს აღნიშნული პაკეტით 6 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეუძლიათ სარგებლობა.

- ამჟამად რა ლიმიტების აქვს ინტერნეტ ბანკს და იგეგმება თუ არა სამომავლოდ ამჟამად ხელმიუწვდომელი სერვისების გაციფრულება?

ჩვენი გრძელვადიანი ხედვა მოიცავს ყველა დღეს არსებული სერვისის ხელმისაწვდომობას ციფრულად, მათ შორის არამარტო საბანკო პროდუქტების და სერვისების, არამედ არაფინანსურის შეთავაზებასაც. ის გუნდი, რომელიც ბიზნეს ინტერნეტ და მობილბანკის განვითარებაზე მუშაობს, ყოველკვირეულ რეჟიმში აკეთებს განახლებებს, რის შედეგადაც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება ახალი თუ გაუმჯობესებული სერვისები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის მალე გახდება ხელმისაწვდომი - ბიზნესსესხი იქნება, რომლის აღებაც ფილიალში ვიზიტის გარეშე, ონლაინ გახდება შესაძლებელი.