დიდი სპა, ღვინის სადეგუსტაციო ქართული ეზო, ჩურჩხელის ამოვლების და ხინკლის მოხვევის მასტერკლასებით - ამ და სხვა სიახლეებს სასტუმრო Legend Tskaltubo Spa Resort-ი ტურისტებს 2021 წლის გაზაფხულიდან შესთავაზებს. ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს მფლობელმა და დირექტორმა ანდრო ჯიშკარიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ახალი სერვისების დამატება მიმდინარე წლის გაზაფხულის მიწურულისთვის იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-მა გეგმები შეცვალა.
"პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები ვართ და მისი თანადაფინანსებით სასტუმროს გაფართოების პროცესში ვართ. იგეგმება 10 ოთახისა და ახალი ინფრასტრუქტურის დამატება. უახლოეს მომავალში გაიხსნება დიდი სპა, ასევე ღვინოების სადეგუსტაციო ქართული ეზო, სადაც მოვემსახურებით როგორც ჩვენს სტუმრებს, ისე - გარე ტურისტებს, რომლებიც მოძრაობენ პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეების მიმართულებით. აქ იქნება ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები, ხინკლის მოხვევა და ა.შ. ეს ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა ამ სეზონისთვის ანუ მაისისთვის, თუმცა პანდემიამ ჩვენი გეგმები გადაწია და ამ მხრივ მოთხოვნას უკვე მომავალი წლიდან ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბო 4 სეზონიანი კურორტია, აქტივობა გაზაფხულზე იწყება ხოლმე, ამიტომ, სავარაუდოდ, მარტიდან მოვახდენთ მის ბოლომდე გაშვებას და პრეზენტაციებს“, - განაცხადა ანდრო ჯიშკარიანმა.
სასტუმროს დირექტორი მიიჩნევს, რომ პანდემიამდე არსებულ ტურიზმის მაჩვენებლებს საქართველო ვირუსთან ეფექტური ბრძოლის გამო, შესაძლოა იმაზე მალე დაუბრუნდეს, ვიდრე - პროგნოზირებულია.
„მიგვაჩნია, რომ ტურიზმის იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რაც პანდემიამდე იყო, შესაძლოა, 1 – 1.5 წელი დასჭირდეს, თუმცა არაა გამორიცხული უფრო მალე აღდგენაც, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით კოვიდთან ბრძოლა ეფეტურად მოვახდინეთ, რამაც შესაძლებელია, ქვეყანას დამატებითი ბენეფიტები შეუქმნას“, - აღნიშნა Legend Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი