მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სიახლეებს სთავაზობს Gino Paradise მომხმარებელს - აღმასრულებელი დირექტორი

5f3e7be40d729
ვიქტორია მღებრიშვილი
21.08.20 10:20
1624
შეზღუდვების მოხსნის შემდეგ Gino Paradise-ის გსართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი ატრაქციებით გაიხსნა.
ამის შესახებ BM.GE-ის კომპლექსის აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ჯიქიამ განუცხადა.

მისი თქმით მიუხედავად იმისა რომ კომპლექსი სამი თვის განმავლობაში არ მუშაობდა, როგორც კი მიეცათ საშუალება კომპლექსში დასრულდა ახალი აუზის, სლაიდებისა და სასრიალოების დამონტაჟება, იმისთვის რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აკვაპარკს განახლებული სახით მიერღო სტუმრები.

„ჯინო ფერედაისი“ წელს განახლებული სახით გაიხსნა. კომპლექსის განვითარებაზე 2.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, რითიც შევძელით ახალი სასრიალოების, სლაიდებისა და ახალი აუზების დამატება“, - განაცხადა რუსუდან ჯიქიამ.

მისი თქმით, ჯინო ფერედაისში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დაცული იყოს მომხმარებელთა უსაფრთხოება და დამსვენებლებმა მშვიდ გარემოში შეძლონ განტვირთვა.

„ჩვენ შევძელით დაგვეცვა ის მოთხოვნები, რაც შემუშავდა ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამისი უწყებების მიერ და ეს მოთხოვნები ცოტა არ იყო.

ჩვენი კომპლექსის გარე სივრცე 9 ჰა-ზეა გაშლილი და შიდა ტერიტორია კი 25 000 მ2-ია, წყლის ზედაპირის მოცულობა გვაქვს 4 000 მ2, სანაპირო სივრცე კი გვაქვს ზღვაზე გასასვლელი - შესაბამისად მასშტაბურობიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ვიყავით მზად იმისთვის რომ გავხსნილიყავით და რეგულაციების არ შეგვშინებოდა“, - უთხრა BM.GE-ის გასართობი კომპლექსის აღმასრულებელმა დირექტორმა.

რუსუდან ჯიქიას თქმით, იმისთვის რომ აკვა-პარკში მომხმარებელთა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო კომპანია თანამშრომელთა რაოდენობა გაზარდა და დღეისთვის „ჯინოს“ კომპლექსში 420 ადამიანია დასაქმებული.

„დასუფთავებისა, ნაკადების დარეგულირებისა და მომსახურების კუთხით დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზება მოგვიწია, რადგან ვფიქრობთ, რომ წესების დაცვისთვის განკუთვნილი სტიკერები იმის გარანტი არაა, რომ სტუმრებმა ყველა საჭირო წესი დაიცვან. ამიტომ თუ გასულ წელს ამ პერიოდში 330 ადამიანს ვასაქმებდით, წელს დასაქმებულთა რაოდენობა 420 ადამიანამდე გაიზარდა. ისინი რეგულაციებით დაწესებული ნორმების შესრულებაში გვეხმარებიან“, - განაცხადა რუსუდან ჯიქიამ.

თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკმა შეზღუდვების მოხსნისა და შემოწმების გავლის შემდეგ მუშაობა 9 ივლისს განაახლა. დღეისთვის გასართობ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში 11 აუზი, 6 რესტორანი, 8 ბარი მოქმედებს. როგორც „Gino Paradise”-ის აღმასრულებელი ამბობს ადმინისტრაციას გაზრდილი ხარჯებისა და დაკლებული შემოსავლების გათვალისწინებით ვიზიტის ღირებულების გაზრდა მოუწიათ.