საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია Air France-ი საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლებას 1 აგვისტოდან გეგმავს. BMG-ის ავიაკომპანიიდან აცნობეს, რომ არსებული მდგომარეობით, კვირაში 2-ჯერ იგეგმება ფრენა.
პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენები ოთხშაბათსა და შაბათს იგეგმება.
მთავრობის მიერ 10 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, Air France-ს, Lufthansa-სა და AirBaltic-ს პარიზის, რიგას და მიუნხენის მიმართულებით რეგულარული საჰაერო ფრენების შესრულების უფლება მიეცათ. არსებული ინფორმაციით, ეს ავიაკომპანიები რეგულარული რეისების შესრულებას აგვისტოდან დაიწყებენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ Lufthansa და Air France-ი კვირაში მხოლოდ ორი სიხშირით იფრენენ.