მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანმდევი მოვლენები შეიძლება ახლდეს covid-ზე მესამე დოზით აცრას?

61448ce8dc2b0
ნათია თაქთაქიშვილი
17.09.21 17:44
719
ისრაელში კორონავირუსზე მესამე დოზით ვაქცინაცია მიმდინარეობს და ამ დროისთვის ქვეყანაში მესამე დოზით 9,222 ზრდასრული მოქალაქე აიცრა, ხოლო რეგისტრაცია 2.9 მილიონმა გაიარა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსზე მესამე დოზით ვაქცინაციის პროცესს აკვირდება Maccabi Health Services-ი, რომლის მიზანია, დაადგინოს რა თანმდევი მოვლენები შეიძლება ახლდეს კორონავირუსზე მესამე დოზით აცრას.

Maccabi Health Services-ი აცხადებს, რომ არცერთი თანმდევი მოვლენა, რომელიც მესამე დოზით აცრილ მოქალაქეებს გამოუვლინდათ, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინაზე მწვავე რეაქცია მოქალაქეებს უფრო პირველი ან მეორე დოზით აცრის დროს დაუფიქსირდათ.

კერძოდ, გამოკითხული აცრილი მოქალაქეების 57% აცხადებდა, რომ აცრას თან ახლდა სისუსტე და დაღლის შეგრძნება, 36% თავისტკივილს უჩიოდა, 26% -  კუნთების ტკივილს, 19% - ლიმფური კვანძების გადიდებას, 14% - სახსრების ტკივილს, 18% - სიცხეს 38 C-მდე, ხოლო 9% - 38 C-ზე მაღალ ტემპერატურას.

გამოცემის თანახმად, აცრილი მოსახლეობის 43%-ის თქმით, თანმდევი მოვლენები ერთ დღეში გავიდა, ხოლო 41%-მა თქვა, რომ სიმპტომები 2-3 დღეში დასრულდა. 17% კი აცხადებდა, რომ თანმდევი ეფექტი უფრო დიდხანს გაუგრძელდათ.