მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა დაიხარჯა 9 სუბსიდირებული პროდუქტის იმპორტზე - საქსტატის ახალი მონაცემები

5ea32a79e4882
დავით ჯალაღონია
25.04.20 10:00
1628
პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, რომელსაც გიორგი გახარიამ ხელი 23 მარტს მოაწერა, მთავრობამ 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდიის სქემა აამოქმედა.

მთავრობის მიზანია, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, ხორბლის, ხორბლის ფქვილის, რძის ფხვნილისა და ლობიოს ფასი არ გაიზარდოს. ამისთვის, აღნიშნული პროდუქტების იმპორტიორებს, იმ შემთხვევაში თუ 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით პროდუქციის შეძენისას, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს გადააჭარბებს, 1 ევროს ღირებულება კი - 3.3 ლარს, მთავრობა ფიქსირებულ კურსთან სხვაობას დააფინანსებს.

BM.GE ამ 9 პროდუქტის იმპორტის შესახებ, მარტის მდგომარეობით, დეტალურ მაჩვენებლებს გთავაზობთ - საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბრინჯის, ფქვილის და წიწიბურას იმპორტი ღირებულებაში შემცირდა, მაკარონის, ზეთის, შაქრის, რძის ფხვნილის, ხორბლის და ლობიოს იმპორტი კი გაიზარდა.

სუბსიდირებული პროდუქტების იმპორტი,
(მარტი, ათასი აშშ დოლარი)

ნუსხა                                              2019                 2020

ბრინჯი                                            612,4               383,7

სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი,
ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი       1 448,9            1 700,7

ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა
ან ბამბისა და მათი ფრაქციები           2 985,9             4 049,2

ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა   435,0                269,0

შაქარი                                            1 106,8            1 710,9

რძე და ნაღები ფხვნილების,
გრანულების ან სხვა მყარი სახით        1 591,4             2 585,3

წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვალი        54,0                  10,1

ხორბალი და მესლინი                       7 215,5             8 755,2

ახალი ან გაცივებული,
დაჩურჩული ან დაუჩურჩავი ლობიო          1,5                  23,4