03.თებერვალი .2020 10:01

რა თანხა გადაიხადეს თბილისის მაცხოვრებლებმა საათობრივ-ზონალურ პარკირებაში?

views 470
უკან

ზონალურ საათობრივი პარკირება 2019 წელს საპილოტე ვერსიით კოტე აფხაზისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეშვა.

BMG-იმ თბილისის სატრანსპორტო სამსახურისგან გამოითხოვა პარკირების მოსაკრებლის შესახებ ინფორმაცია. ინფორმაციის საფუძველზე 2019 წლის 29 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თანხამ მიღებულმა 146,970.35 ლარი შეადგინა, მომსახურებით კი 39,400-მა ავტომობილმა ისარგებლა.

შეგახსენებთ: 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კოტე აფხაზისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე საპილოტე პროექტი უკვე წარმატებულად ხორციელდება.

"შემდეგი ეტაპი და შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იყოს, რომ შემოვიღოთ ზონალურ-საათობრივი პროექტი, ეს იქნება ბარათაშვილის ქუჩა. 10 მარტიდან ვიწყებთ ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებას და ჩემი თხოვნა იქნება, რომ სრული ინფორმაციული უზრუნველყოფა იყოს მოსახლეობისთვის. განვათავსოთ საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრული ინფორმაცია. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე შშმ პირებისთვის და ელექტრომობილებისთვის არის უფასო, დანარჩენებისთვის იქნება ფასიანი", - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა