სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის 2016-2018 წლების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2018 წელს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გახარჯულია 12,550,390 ლარი, ხოლო 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში აღნიშნული ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის განსაზღვრული იყო 17,755,000 ლარი.
რაც შეეხება უსაფრთხო გარემოს და ჩადენილ დანაშაულებს. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით გამოვლინდა, რომ გამოკითხული სკოლების 55% არ აღრიცხავს ინფორმაციას სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი დარღვევების შესახებ.
რაც შეეხება იმ სკოლებს, სადაც ამ ეტაპისთვის არ არის შესული მანდატურის სამსახური, მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტების სტატისტიკა შემდეგია:
2018 წელს 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ინციდენტების რაოდენობა გაზრდილია 1,9-ჯერ, ხოლო 2016 წელთან შედარებით − 4-ჯერ. ამავე წლებში, 80 სკოლაში დაფიქსირდა 307 შემთხვევა, რომელთა შორის, 11 − სხეულის დაზიანება იყო. აღსანიშნავია, რომ ინციდენტების 28% მოდის არაეთიკურ ქმედებაზე, 25% − სიტყვიერ, ხოლო 20% − ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მოცემული ინციდენტებიდან დაფიქსირდა 19 ისეთი შემთხვევა, როდესაც საჭირო გახდა სკოლებს რეაგირებისთვის მიემართათ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებისათვის.
„გარდა ამისა, აუდიტის პერიოდისთვის მანდატურის სამსახურის მიერ მანდატურთა განაწილების პროცესში არ იყო გათვალისწინებული არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც. მსგავსი ინფორმაციის გაცვლის მიზნით, სამსახური სათანადოდ არ თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან. მაგალითად, არ არის შესწავლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის მონაცემები არასრულწლოვანთა ინციდენტების შესახებ. საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2016 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელდა განრიდების36 1,531 შემთხვევა, ხოლო დევნა37 დაწყებულია 1,671 შემთხვევაზე. მოცემული დარღვევების 69% მოდის ქურდობაზე. დანაშაულის სტატისტიკა მზარდია წლების მიხედვით.
2016-2018 წლებში 17-მა საჯარო სკოლამ მანდატურის სამსახურიდან მოითხოვა მანდატურის გამოყოფა, მათგან 10 სკოლა არ არის დღემდე დაკმაყოფილებული. აქედან, 2 სკოლაში განმეორებითი ხასიათი ჰქონდა მოსწავლეებს შორის მომხდარ ინციდენტებს“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
ამასთან, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 2,302 სკოლა, სადაც ირიცხებოდა 580,355 მოსწავლე. 486 სკოლა, ანუ სკოლების 21%, უზრუნველყოფილი იყო მანდატურით. აღნიშნულ სკოლებში ირიცხება მოსწავლეების სრული რაოდენობის 61%.
რეგიონების მიხედვით, 2019 წლამდე მანდატური არ იყო წარმოდგენილი მხოლოდ რაჭა--ლეჩხუმში. 2019 წელს მანდატური დაემატა აღნიშნული რეგიონის 2 სკოლას. 2016-2018 წლების სრული და 2019 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, სკოლებში დაფიქსირებულია სულ 800,396 დარღვევის შემთხვევა, რომლის 72%-ს შეადგენს მოსწავლის დაგვიანება. სკოლაში მომხდარი მძიმე დარღვევის ტიპის/სახეობის20 მიხედვით, 2016 წელს დაფიქსირდა 5,361 დარღვევის შემთხვევა; 2017 წელს − 5,926, 2018 წელს − 6,533, ხოლო 2019 წლის 6 თვის მონაცემებით − 5,263 დარღვევა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა