"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, Van Oord International-მა 4.16%–იანი წილის შეძენის შედეგად, კონსორციუმში $5 მლნ–ის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.
"Van Oord ჩვენი ძალიან დიდი ხნის პარტნიორია. მათთან ურთიერთობა 2016 წელს, ზაფხულში დავიწყეთ, როცა მათ ჩვენთვის ყველა დეტალური გეოლოგიური კვლევა ჩაატარეს. ასევე, შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა, როცა დაღრმავებითი სამუშაოები ჩაატარეს, დაღრმავების მეორე ეტაპსაც ისინი გააკეთებენ და ამ ეტაპზე გადაწყვიტეს, რომ $5 მლნ–ის ინვესტიცია განეხორციელებინათ, რაც კიდევ ეთხელ ხაზს უსვამს, რამდენად მხარს გვიჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
მათ პატარა წილი შეისყიდეს – 4%, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ იმ რთულ ვითარებაში, რომელშიც პროექტია, მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. ისინი ასევე დამატებით $5 მლნ–ის ინვესტიციას განიხილავენ. ჩვენ ინვესტიციაზე მათთან ხელი უკვე მოწერილი გვაქვს, უბრალოდ ჯერ აქციების გადაცემა ფორმალურად არ მომხდარა, რადგან მთავრობის თანხმობას ველოდებოდით. იქიდან გამომდინარე, რომ თანხმობა მივიღეთ, ახლა ეს პროცესი დასრულდება და აქციები One vord-ს ოფიციალურად გადაეცემა", – განაცხადა ახვლედიანმა BM.GE–ისთან საუბრისას.
ამასთან, ლევან ახვლედიანმა განმარტა, $120 მლნ–ის საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ამ ეტაპისთვის რა თანხების მობილიზება შეძლო კონსორციუმმა.
"$75 მლნ უკვე ინვესტირებულია კომპანიაში. ამ $120 მილიონიდან, $20 მილიონზე ვალდებულება SSA Marine-ს აქვს აღებული, რომელსაც აქვს თავისი პირობები, რაც სახელმწიფოსთან არის შესათანხმებელი, თუმცა ესეც მობილიზებულია და დანარჩენ თანხაზე არის კონკრეტული ინვესტორები, რომლებსაც ველაპარაკებით და ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ინვესტიცია განახორციელონ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების სანაცვლოდ.
აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ $120 მლნ მთლიანად მობილიზებულია, კონკრეტული საკითხებია გადასაჭრელი, რასთან დაკავშირებითაც საუბარი მთავრობასთან მიმდინარეობს", – განმარტა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადების თანახმადვე, მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები:
- შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;
- საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;
- ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა;
- პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის