მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას დახარჯავს USAID ეკონომიკური უსაფრთხოების სტანდარტების განვითარების ხელშეწყობისთვის?

5e00766a4bf22
ინგა მურუსიძე
23.12.19 12:08
1123

საქართველოს მთის კურორტებზე ახალი პროდუქტების შექმნა და უსაფრთხოების სტანდარტების განვითარების ხელშეწყობა იგეგმება, - აღნიშნულ საკითხზე  სასაუბროდ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) “ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაზე” ერთობლივი შეხვედრა გამართეს.

bm.ge-ს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში USAID 17 მილიონ ლარს დახარჯავს.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, დღეს გამართული ღონისძიების მიზანი სამთო ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების განხილვა და მათი მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა მთის ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში პერსპექტიული პროექტები. შეხვედრის შემდგომ მოხდა კურორტ გუდაურის სამთო-სათხილამურო ინფარსტრუქტურის დათვალიერება და საპროექტო ტერიტორიების მონახულება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისმა,   „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მიზნად ისახავს პერსპექტიული ეკონომიკური მიმართულებებისა და სექტორების განვითარების ხელშეწყობას (სოფლის მეურნეობის სექტორის გარდა), სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვასა და მიკრო, მცირე და საშუალო სიმძლავრის ორგანიზაციების (MSME) წარმოების გაფართოვებასა და შემოსავლების ზრდას“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.