მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას იხდიან საქართველოს თავზე გადამფრენი საერთაშორისო რეისები?

6001d97ebc21f
შოთა ტყეშელაშვილი
16.01.21 23:00
3438
ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობს, ვალდებულია საჰაერო ნავიგაციის მომსახურების საფასური გადაიხადოს. ეს მოსაკრებელი “საქაერონავიგაციის” ბიუჯეტში ირიცხება. საქართველოს ცა პანდემიამდე საკმაოდ მაღალი დატვირთვით გამოირჩეოდა და მას დღეში საშუალოდ 389 ხომალდი კვეთდა. ახლა კი სატრანზიტო რეისების რაოდენობა განახევრებულია.

საქაერონავიგაციის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 76.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 2.8 მილიონი ლარი იყო.

2019 წელს საქაერონავიგაციის შემოსავალი ასე ნაწილდებოდა:

● შემოსავალი ტრანზიტულ რეისებზე საჰაერო ნავოგაციის მომსახურების გაწევიდან - 45.4 მილიონი ლარი (სულ 92,997 გადაფრენა);
● შემოსავალი აფრენა/დაფრენის მომსახურებიდან - 28.5 მილიონი ლარი (სულ 47,975 აფრენა/დაფრენა)

შესაბამისად, ერთი საშუალო ხომალდი აფრენა/დაფრენისას “საქაერონავიგაციას” 594 ლარს უხდის, ხოლო ერთი საშუალო გადაფრენის ღირებულება 487 ლარია.

შესაბამისად, პანდემიის შედეგად კი სავარაუდოდ, 70%-ზე მეტად შემცირდება, რაც ქართულ აეროპორტებში აფრენა/დაფრენების რაოდენობის მკვეთრი ვარდნით არის განპირობებული.
“საქაერონავიგაცია” საჰაერო დისპეჩერიზაციის მომსახურების გასაწევად კომპანიის აქტივებში არსებულ რადიოლოკაციურ ინფრასტრუქტურას იყენებს. ჯამში კომპანიის აქტივების ღირებულება 175 მილიონი ლარია.