20.დეკემბერი .2019 22:25

რა თანხას იხდის საქართველო გაეროს წევრობისთვის?

views 906
უკან

საქართველომ გაეროს საწევროს სახით 2019 წელს 223 058 აშშ დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. როგორც უწყების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგულარულ ბიუჯეტში ყოველწლიურად იხდის გაერო-ს მიერ განსაზღვრულ საწევრო გადასახადს.

2017 წელს, საქართველოს მიერ გადახდილმა საწევრომ 201 783 აშშ დოლარი შეადგინა, 2018 წელს კი 194 456 აშშ დოლარი.

შეგახსენებთ, გაეროში გაწევრიანებულია 193 სახელმწიფო და 2 დამკვირვებელი სახელმწიფო. საქართველო გაეროს 1992 წელს შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის საწევრო გადასახადი ჯერ მხოლოდ 144 წევრ ქვეყანას აქვს გადახდილი. დანარჩენს კი გადასახდელი აქვს, მათ შორის არის აშშ-იც, რომელზეც გაეროს ბიუჯეტის დაახლოებით 22% მოდის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა