მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხის მოზიდვას გეგმავს "საქართველოს ბანკი" პოსტკრიზისულ პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან?

5ead5dd414345
ინგა მურუსიძე
03.05.20 19:30
1211
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ეკონომიკა კრიზისიდან გამოსვლას დაიწყებს, „საქართველოს ბანკი“ დამატებით 500-დან 700 მლნ-მდე დოლარის მოზიდვას ვარაუდობს.


„ძალიან დიდი განსხვავებაა 2008 წელთან. მაშინ იყო ლიკვიდურობის უდიდესი პრობლემა მთელ მსოფლიოში, რამაც დამატებითი შოკი მიაყენა მთელ ეკონომიკას. წელს და ახლა ლიკვიდურობის პრობლემა არ არის. ჩვენც გვაქვს ჭარბი ლიკვიდურობა. EBRD, AFC, IMF - საკმაოდ ბევრი მოლოდინი გვაქვს ახალი სესხების აღების. საკმაოდ ბევრი სესხის წამოღებას ვაპირებთ იმისთვის, რომ როცა კრიზისიდან გამოსვლის პერიოდში ე.წ. დიდი გაზით შევძლოთ ამის გაკეთება“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, თუ რა იქნება თანხა, რასაც „საქართველოს ბანკი“ მოიზიდავს, გაჩეჩილაძე პასუხობს: 

„ეს იქნება 500-700 მლნ დოლარი დამატებით იმისა, რაც ყოველთვის მოგვქონდა. ამის გარდა არის ხოლმე 100, 120 მლნ, რაც ჩვეულებრივად მოგვაქვს ხოლმე და ეს იქნება დამატებითი თანხა. დღეს საუბარია 600-მდე და შეიძლება კიდევ გავზარდოთ, ეს იქნება ხაზები, რომელიც შეიძლება დავამტკიცოთ და წამოვიღოთ იმდენი, რამდენის ათვისებასაც ეკონომიკა შეძლებს მაშინ, როცა დაიწყება კრიზისიდან გამოსვლა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.