მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხის მოზიდვას გეგმავს საქართველო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან - კოვზანაძის პასუხი

5e8b59a9d6c0f
ნინი ლონგურაშვილი
06.04.20 21:10
1176
აქ არ იქნება 100 მლნ და 200 მლნ, აქ ბევრად და მნიშვნელოვნად დიდი თანხები იქნება აკუმულირებული და ვფიქრობ, რომ ამ თანხების გამოცხადებაც დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს", – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

კოვზანაძეს თქმით, მოლაპარაკებებისთვის ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, ინსტიტუციონალურად მნიშვნელოვნად მომზადებულები არიან.

“მე რამდენადაც ვიცი მოლაპარაკებები მიდის წარმატებით, მოლაპარაკება მიდის ორი ხაზით, მოლაპარაკებას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ახორციელებს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო. მთავარი მოთამაშე აქ არის სავალუტო ფონდი, სადაც წარმომადგენელთა დირექტორი გახლავთ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, იგივე აზიის განვათარების ბანკში, მსოფლიო ბანკში წარმომადგენელთა დირექტორი გახლავთ ფინანსთა მინისტრი. ყველა ამ ინსტიტუტში არის პროცესები დაწყებული, მთავარი ღერძი, რის ირგვლივაც მოხდება ასე ვთქვათ, ამ თანხების შეკრება არის სავალუტო ფონდი და ვიცი რომ ეს პროცესი წარმატებით მიდის. ბუნებრივია, რომ თანხები წამოვა და იქნება ორივე მიმართულება - ეროვნული ბანკის რეზერვები და ფინანსთა სამინისტრო. როგორც საბიუჯეტო დახმარება ასევე პროექტების გაგრძელება.

აქ საუბარია რაც შესაძლებელია მაქსიმალურად დიდი თანხის მოზიდვაზე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მნიშვნელოვან დანაკარგებს ვღებულობთ და მიმდინარე ანგარშის დეფიციტი გვეზრდება. ჩვენი ამოცანაა, რამდენადაც შესაძლებელია მეტი თანხები მივიღოთ. აქ არ იქნება 100 მლნ და 200 მლნ, აქ ბევრად და მნიშვნელოვნად დიდი თანხები იქნება აკუმულირებული და ვფიქრობ, რომ ამ თანხების გამოცხადებაც დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს", – აღნიშნა კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ყველანაირი თანხის მობილიზება შეიძლება მოხდეს.

"2008-2009 წლების კრიზისი როდესაც იყო, საქართველოს ხელისუფლებას, ევროობლიგაციები ჰქონდა გამოშვებული და ახლაც გვაქვს ჩვენ ეს ევროობლიგაციები, ასეთი თანხების მოზიდვაც იყოს დღის წესრიგში, ამის განხილვა დღეს არ ხდება, მაგრამ, თუ საჭირო გახდა ასეთი საკითხიც შეიძლება გახდეს განსახილველი დღის წესრიგში. ყველა ნებისმიერი რესურსი, შეიძლება მობილიზებული იქნეს იმისათვის, რომ ამ კრიზისს ეკონომიკური პასუხები ჩვენ გავცეთ.

აღსანიშნავია, რომ ეს ორივე ინსტიტუტი, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, ინსტიტუციონალურად მნიშვნელოვნად მომზადებულები არიან” – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.