მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მედალოსნებისათვის არ გასცემს ფულად ჯილდოებს, ქვეყნების უმრავლესობა საკუთარი ხარჯებით აჯილდოებს ათლეტებს. ამას გარდა, ოლიმპიელების დიდი ნაწილის შემოსავალი სახელმწიფო სპორტული ასოციაციებისგან მიღებულ სტიპენდიებსა და გრანტებსაც მოიცავს. ზოგი სპორტსმენი მიზნების მისაღწევად ქრაუდსორსინგსაც კი მიმართავს.
იშვიათ შემთხვევებში, ათლეტები სხვადასხვა ორგანიზაციასთან მაღალშემოსავლიან გარიგებებში ერთვებიან. მათ შორისაა ცნობილი იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, რომლის ხელშეკრულებებით მიღებულმა შემოსავალმა ბოლო 1 წელიწადში $55 მილიონი შეადგინა, რის შემდეგაც ოსაკა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტი ქალი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ყოველ აღებულ მედალზე გაცემული ბონუსები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, სინგაპური ოქროსმედალოსან ათლეტებს თითქმის 20-ჯერ მეტი ფულადი ბონუსით აჯილდოებს, ვიდრე აშშ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, რაც დაახლოებით 324,150 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს 2020 წლის მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.წყარო: forbes.ge
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო