საქართველოს საბანკო სისტემა 2022 წლის ივნისის მდგომარეობით 38,7 მლრდ ლარის ოდენობის სადეპოზიტო რესურსებით ოპერირებს. საქართველოს საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საბანკო აქტივები და ჯამური დეპოზიტები მეტნაკლებად თანაბარი ტემპით იზრდებოდა, 2020 წელს კი პანდემიის გამო დეპოზიტების წლიური 30%-იანი მატება დაფიქსირდა.
2022 წლის 5 თვის მონაცემით, საბანკო დეპოზიტების ზრდა მოკრძალებულია (1.87%) და უნისონში იმყოფება საბანკო აქტივების ზრდის მაჩვენებლებთან.
გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დეპოზიტების ზრდას ძირითადად ფიზიკური პირების დანაზოგები განაპირობებენ.
“დეპოზიტების ვალუტობრივი განაწილების კუთხით კვლავ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები დომინირებენ. მიუხედავად სებ-ის არაერთგზის მცდელობისა, დეპოზიტების გალარებას სისტემა ვერ ახერხებს. მიზეზად შეიძლება დასახელდეს 2020-21 წლის განმავლობაში ლარის განმეორებადი და ნახტომისებური მერყეობები, ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებლის მნიშვნელოვანი აცდენა მიზნობრივი მაჩვენებლებთან, უმუშევრობის გაზრდილი მაჩვენებელი და ეროვნული ვალუტის სიმყარეზე პასუხისმგებელი ორგანოს ბუნდოვნობა.
უცხოურ ვალუტაში ნომინირებული დეპოზიტების მოცულობა 2021 წლის ბოლოსთან შედარებით (60.50%), 2022 წლის მაისისთვის შემცირებულია (58.99%). ამას ყველაფერს ხელი შეუწყო 2022 წლის განმავლობაში სავალუტო კურსის ჯერ დასტაბილურებამ, ხოლო შემდეგ კი კურსის გამყარებამ. ასევე გასათვალისწინებელია ეკონომიკის აღდგენა და ნაჩვენები ზრდის მაჩვენებლები. სებ-ის მიერ გაჟღერებული მოლოდინების მიუხედავად შეიძლება წელს GDP-ს კვლავ ორნიშნა ზრდა ვიხილოთ.
საქართველოს საბანკო სისტემაში დეპოზიტების განთავსების კუთხით ფიზიკური პირები აქტიურობენ. ფიზიკური პირების წილად მოდის საბანკო სისტემაში განთავსებული დეპოზიტების 51.43%. დეპოზიტების ბაზარზე უცხოურ ვალუტაში 2022 წელს განაკვეთები მცირედით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო FED-ის მიერ განაკვეთების ზრდამ და დოლარულ რესრურსზე ფასის ზრდამ, ამან თავის მხრივ შეიძლება გაართულოს უცხოურ ბაზარზე მოქმედი ბანკების წარმომადგენლობების მიერ არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან დეპოზიტების მოზიდვა.
უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი ევროპის ქვეყნების დეპოზიტის განაკვეთის სიახლოვეს ფიქსირდება, რის გამოც წამყვანი ქართული საბანკო დაწესებულებები აქცენტის გადატანას მათ მფლობელობაშ არსებული საბროკერო კომპანიების აქტივობებზე ფიქრობენ", - ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო