მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება ბიუჯეტს ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება?

5ec39e3013b98
ინგა მურუსიძე
19.05.20 13:40
1317
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების ხარჯი 250-დან 300 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო ტურიზმის კუთხით ბიზნესის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ხარჯი - 40 მლნ ლარს შეადგენს.

„250 მლნ იქნება საშემოსავლოსგან გათავისუფლების ხარჯი, თუმცა ჯერ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. პირველად მონაცემებთან შედარებით, ეს შეიძლება იყოს უფრო მაღალი თანხა, შესაძლებელია 300 მლნ ლარამდე იყოს ჯამში ხარჯი ამ შეღავათის მოცულობა, თუმცა თვის ბოლოსთვის უკვე გვექნება პირველადი მონაცემები. რაც შეეხება ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ხარჯს, ამ შემთხვევაში თანხა 40 მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

განმარტებისთვის: კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, დამქირავებელი
უფლებამოსილია შეიმციროს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირაავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, სახელმწიფო საწარმოზე.

კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის 1 მარტიდან 6 თვის განმავლობაში ქონების, იჯარის/ლიზინფის მომსახურეობა დღგ-თი დაიბეგრება შესაბამისი მომსახურეობის საკომპენსაციო თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.
ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, არსებობს კიდევ იცინიატივა, რომ ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესი გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან.