მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება ბრიტანეთს "ბრექსითი"?

5e1e133686bd8
BM.GE
14.01.20 23:22
1413
„ბრექსითი“ დიდ ბრიტანეთს 200 მილიარდ ფუნტზე მეტი დაუჯდება და ეს ეკონომიკური ზრდის შენელებაში გამოიხატება წლის ბოლოსთვის, ეს თანხა კი უსწრებს იმ თანხას, რაც ბრიტანეთს ევროკაშირის ბიუჯეტში მთელი 47 წლის განმავლობაში შეუტანია. ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს.

Bloomberg Economics-ის კვლევის მიხედვით, ბრიტანეთის ზარალმა ბრექსითისთვის მხარის დაჭერიდან 130 მილიარდ ფუნტს მიაღწია, ვარაუდობენ რომ დამატებით კიდევ 70 მილიარდს იზარალებს ქვეყანა 2020 წლის ბოლომდე.

ეკონომისტ დენ ჰანსონის ანალიზის მიხედვით, ბიზნესის ცუდმა მოლოდინებმა ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდა უკან დახია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მისი ეკონომიკური ზრდა 3%-ით დაბალია, ვიდრე ბრექსითის შესახებ რეფერენდუმამდე იყო.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 იანვარს უნდა დატოვოს.