12.იანვარი.2019 21:01
ეკონომიკა, მსოფლიო

რა უჯდება მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები

რა უჯდება მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები
მსოფლიოში კონფლიქტებისა და ძალადობის მშპ-ზე გავლენას "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი" (IEP) აფასებს.

კვლევის მიხედვით, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკას კონფლიქტები $14.7 ტრილიონი დაუჯდა (PPP - პარიტეტული მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით). ეს კი გლობალური მშპ-ის 12%-ია და ერთ სულ მოსახლეზე $1.9-ს უდრის.

მსოფლიოში შეიარაღებასა და უსაფრთხოებაზე გაზრდილი დანახარჯების პარალელურად, აღნიშნული თანხა 2017 წელს 2%-ით გაიზარდა. სირიაში განვითარებული მოვლენების გამო კი, 2012 წლიდან დღემდე, მსოფლიო ეკონომიკაში ძალადობის გავლენა 16%-ით გაიზარდა.

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ძალადობის ეკონომიკური გავლენა მკვეთრად განსხვავდება, თუმცა ბუნებრივია, რომ მისი პირდაპირი და ზუსტი დათვლა შეუძლებელია. IEP-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტ გავლენას სამხედრო დანახარჯები ახდენს, რომელმაც მსოფლიოში PPP გათვალისწინებით, $5.5 ტრილიონს მიაღწია.
კვლევის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ ყველაზე მეტად შეამცირა კონფლიქტებსა და ძალადობაზე დახარჯული თანხის მოცულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში. კერძოდ, ეკონომიკაში კონფლიქტების დანახარჯი 21%-ით შემცირდა. მეზობელ რუსეთსა და სომხეთში კი, 17% და 24%-ით გაიზარდა.

163 ქვეყანას შორის კი, საქართველო ძალადობისა და კონფლიქტების ეკონომიკაზე გავლენით, 34-ე ადგილზეა (კვლევაში პირველ ათეულში მსოფლიოს ის ქვეყნები შედიან, სადაც არასტაბილურობა ყველაზე მაღალია, ბოლო პოზიციებს კი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები იკავებს).

კვლევის მიხედვით, კონფლიქტები საქართველოს ეკონომიკას 13%-ით აზიანებს, რაც თითქმის $2 მლრდ გამოდის.

მსოფლიოში კონფლიქტები ყველაზე მეტ გავლენას სირიის ეკონომიკაზე ახდენს, - მშპ-ს 68%, მას მოსდევს ავღანეთი 63%-ით და ერაყი 51%-ით. ყველაზე „მშვიდობიან“ ქვეყნად კი, შვეიცარია სახელდება, რომლის მშპ-ზეც კონფლიქტებისა და ძალადობის გავლენა მხოლოდ 1%-ია. საქართველოს მეზობელი ქვეყნების მშპ-ში კონფლიქტების წილი შემდეგია: რუსეთი -17%; თურქეთი - 13%; სომხეთი - 9%, აზერბაიჯანი - 15%.

კონფლიქტების ეკონომიკური გავლენის შესაფასებლად გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნებში, კონფლიქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, მკვლელობების რაოდენობა, მიგრანტების რაოდენობა, ძალადობრივი დანაშაულების რაოდენობა, სამხედრო დანახარჯები.

წყარო: Forbes.ge

20.ივნისი.2019 09:15
75

დღეს, სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფს დაადგენს

ვრცლად
20.ივნისი.2019 00:25
396

ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 23:00
361

,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოჰყვება უფრო მსხვილი ინვესტიციები”

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:35
500

შეცვალა თუ არა მომხმარებელთა ქცევა თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულმა რეგულაციებმა?-კვლევის შედეგები

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:00
423

კვლევა: გამოკითხულთა 47% დღეში საშუალოდ 16-20 ღერ სიგარეტს ეწევა

ვრცლად
19.ივნისი.2019 21:30
411

„ორივე მხარე კმაყოფილი ვართ“, - Tav Georgia-სა და Georgia airways-ს შორის შეთანხმება მიღწეულია

ვრცლად