მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება საქართველოს მოსახლეობას ყოფილი დეპუტატების ყოველთვიური პენსია?

5defbb3bc5db4
თამთა ჯიჯავაძე
10.12.19 21:00
5664
2019 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო კომპენსაციას, იგივე პენსიას საქართველოს პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) 725 ყოფილი წევრი იღებს.

ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-იმ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა.

როგორც ცნობილია, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ყოფილი დეპუტატები ყოველთვიურად 560 ლარს იღებენ.

„მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით საქართველოს პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრების სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი. ამავე კანონის მე-7 მუხლით - კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობაა - 560 ლარი“, - წერია სოციალური სააგენტოს მიერ bm.ge-ისთვის გამოგზავნილ წერილში.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ხარჯმა 4 930 040 ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წელს ეს თანხა ჯამურად 4 857 514 ლარი იყო.