მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდებათ ბანკებს დირექტორთა საბჭოს ხელფასები?

5eeb3cabbee4a
შოთა ტყეშელაშვილი
18.06.20 14:45
10514
ქართულმა ბანკებმა 2019 წლის განმავლობაში დირექტორთა საბჭოს ხელფასებზე ჯამურად 97 მილიონი ლარი დახარჯეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის დირექტორთა საბჭოს ხელფასებზე მოდის და ის არა უშუალოდ ფულადი სახით, არამედ გადავადებული აქციების სახით არის გაცემული.

ბანკების დირექტორთა საბჭოს ანაზღაურებები ასეთია:

თიბისი ბანკი, დირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 35,497,910 ლარი

თიბისი ბანკის CEO ვახტანგ ბუცხრიკიძეა, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 7 წევრისგან შედგება. თიბისის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანაზღაურება - 5,175,879 ლარი;
● მათ შორის ფიქსირებული ანაზღაურებიდან ფულადი ფორმით 5,082,290 ლარი, ხოლო 93,589 ლარი სხვა სახით.

● ცვლადი ანაზღაურება - 30,322,031 ლარი;
● მათ შორის გადავადებული აქციების სახით 29,155,799 ლარი, ხოლო 583,116 ლარი სხვა ფორმით.

ჯამი - 35,497,910 ლარი.

რაც შეეხება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, ის 6 წევრისგან შედგება და მას ნიკოლოზ ენუქიძე ხელმძღვანელობს. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ჯამურად, სამეთვალყურეო საბჭოზე გაცემული ხელფასი 997,695 ლარი იყო, რაც სრულად ფულადი სახით გაიცა.



საქართველოს ბანკი, დირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 33,937,498 ლარი

საქართველოს ბანკის CEO არჩილ გაჩეჩილაძეა, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 7 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანაზღაურება - 18,469,821 ლარი;
● მათ შორის ფიქსირებული ანაზღაურებიდან ფულადი ფორმით 4,895,534 ლარი, ხოლო 13,517,629 ლარი კი გადავადებული აქციების სახით.

● ცვლადი ანაზღაურება - 15,467,677 ლარი;
● ცვლადი ანაზღაურება სრულად გადავადებული აქციების სახით გაიცა.

ჯამი - 33,937,498 ლარი.

რაც შეეხება საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, ის 8 წევრისგან შედგება და მას ნილ ჯანინი ხელმძღვანელობს. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ჯამურად, სამეთვალყურეო საბჭოზე 2,875,579 ლარის ანაზღაურება გაიცა, ამ თანხის 100% ხელფასის სახით იქნა გაცემული და არა აქციების სახით.



ლიბერთი ბანკიდირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 7,691,742 ლარი

ლიბერთი ბანკის CEO ვასილ ხოდელია, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 6 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანაზღაურება - 1 892 621 ლარი (ანაზღაურება სრულად ფულადი სახით გაიცა).

● ცვლადი ანაზღაურება - 5,789,689 ლარი;
● მათ შორის 5,754,362 ლარი ფულადი სახით, 35,327 ლარი კი სხვა სახით.

ჯამი - 7,691,742 ლარი

ბანკის სამეთვალყურეო საბჭო კი 4 წევრისგან შედგება და მას ირაკლი ოთარ რუხაძე ხელმძღვანელობს. საბჭოზე გაცემული ხელფასი 399,155 ლარი იყო, რაც სრულად ფულადი სახით გაიცა.



ვითიბი ბანკიდირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 7,516,929 ლარი;

ვითიბი ბანკის CEO არჩილ კონცელიძეა, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 6 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანზღაურება - 3,713,606 ლარი;
● მათ შორის 3,704,392 ლარი ფულადი სახით, 9,214 ლარი კი სხვა სახით.

● ცვლადი ანაზღაურება - 3 803 323 ლარი;
● მათ შორის 1,165,540 ლარი ფულადი სახით, 853,295 ლარი კი აქციების სახით.

ჯამი - 7,516,929 ლარი.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭო კი 6 წევრისგან შედგება. საბჭოზე გაცემული ხელფასი 121,200 ლარი იყო.



ბაზისბანკი, დირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 3,299,060 ლარი;

ბაზისბანკის CEO დავით ცაავაა, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 6 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანზღაურება - 1,280,225 ლარი (ანაზღაურება სრულად ფულადი სახით გაიცა).

● ცვლადი ანაზღაურება - 2,018,835 ლარი;
● მათ შორის 1,165,540 ლარი ფულადი სახით, 853,295 ლარი კი აქციების სახით.

ჯამი - 3,299,060 ლარი;

ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭო კი 5 წევრისგან შედგება და მას ზაიქი მი ხელმძღვანელობს. საბჭოზე გაცემული ხელფასი 474,879 ლარი იყო, რაც სრულად ფულადი სახით გაიცა.



ტერაბანკიდირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 1,906,942 ლარი

ტერაბანკის CEO თეა ლორთქიფანიძეა, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 5 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანაზღაურება - 1,018,257 ლარი.
● მათ შორის ფიქსირებული ანაზღაურებიდან 991,684 ლარი ფულადი სახით, 26,574 ლარი კი ცვლადი სახით.

● ცვლადი ანაზღაურება - 888,684 ლარი.
● მათ შორის ფულადი სახით 870,334 ლარი, 18,350 ლარი კი არაფულადი სახით.

ჯამი - 1,906,942 ლარი



კრედო ბანკიდირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 1,724,927 ლარი

კრედო ბანკის CEO ზაზა ფირცხელავაა, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 3 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანაზღაურება - 1 213 927 ლარი.

● ცვლადი ანაზღაურება - 511,000 ლარი.

ჯამი - 1,724,927 ლარი

კრედო ბანკის სამეთვალყურეო საბჭო კი 6 წევრისგან შედგება და მას დან ბალკე ხელმძღვანელობს. საბჭოზე გაცემული ხელფასი 203,370 ლარი იყო.



პაშა ბანკი საქართველოდირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 1,529,665 ლარი.

პაშა ბანკის CEO არდა იუსუფ არკუნია, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 4 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანაზღაურება - 1,101,764 ლარი.
● მათ შორის ფულადი სახით 967,238 ლარი, სხვა ფორმით კი 134 526 ლარი.

● ცვლადი ანაზღაურება - 229,577 ლარი.
● მათ შორის 409,812 ლარი ფულადი სახით, სხვა ფორმით კი 18,089 ლარი.

ჯამი - 1,529,665 ლარი.


ხალიკ ბანკი საქართველოდირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 938,984 ლარი.

ხალიკ ბანკის CEO ნიკოლოზ გეგუჩაძეა, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 5 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანაზღაურება - 709,407 ლარი.

● ცვლადი ანაზღაურება - 229,577 ლარი.

ჯამი - 938,984 ლარი



ქართუ ბანკიდირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 1,311,075 ლარი

ქართუ ბანკის CEO ნატო ხაინდრავაა, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 5 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანაზღაურება - 1,220,259 ლარი.

● ცვლადი ანაზღაურება - 90,816 ლარი.

ჯამი - 1,311,075 ლარი.



ფინკა ბანკიდირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 1,219,294 ლარი 

ფინკა ბანკის CEO ვუსალ ვერდიევია, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 3 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო: 

● ფიქსირებული ანაზღაურება - 1,194,514 ლარი. 

● ცვლადი ანაზღაურება - 24,780 ლარი. 

ჯამი -1,219,294 ლარი 

ფინკა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ანაზღაურებას 4 წევრი იღებს, მათი ჯამური ანაზღაურება გასულ წელს 105,669 ლარს შეადგენდა. 



პროკრედიტ ბანკიდირექტორთა საბჭოს ანაზღაურება - 826,073 ლარი


პროკრედიტ ბანკის CEO ალექსი მატუაა, ბანკის დირექტორთა საბჭო კი ჯამურად 3 წევრისგან შედგება. ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საბჭოსთვის გაცემული ანაზღაურება ასეთი იყო:

● ფიქსირებული ანაზღაურება - 826,073 ლარი.
● მათ შორის ფიქსირებული ანაზღაურებიდან 823,904 ლარი ფულადი სახით, 2,169 ლარი კი სხვა სახით.

● ცვლადი ანაზღაურება - 0 ლარი.

ჯამი - 826,073 ლარი.

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო კი 5 წევრისგან შედგება და მას მარსელ სებასტიან ცაიტინგერი ხელმძღვანელობს. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თანახმად, საბჭოზე გაცემული ხელფასი 47,943 ლარი იყო.




ვითიბი ბანკი
 საქართველოს ბანკი ლიბერთი ბანკი თიბისი ბანკი ქართუ ბანკი სილქ როუდ ბანკი ტერაბანკი