07.მარტი .2020 17:16

რა უნდა გააკეთონ საერთაშორისო მოგზაურებმა კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად?

views 490
უკან

საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციებს აქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რათა მათ დაიცვან თავი და გარშემომყოფები კორონავირუსისგან: 

სიფრთხილის ზოგადი ზომები მგზავრთათვის:

ყველა პირი, რომელიც გეგმავს მოგზაურობას, უნდა იყოს ინფორმირებული და მიიღოს საჭირო რჩევები პოტენციურ საფრთხეებთან დაკავშირებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელიც მან აირჩია სამოგზაუროდ. აგრეთვე უნდა მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ შეამციროს დასნებოვნების რისკი მინიმუმამდე და როგორ დაიცვას თავისი ჯანმრთელობა მოსალოდნელი საფრთხეებისგან. მოგზაურობასთან დაკავშირებული რისკები:

ის ადგილები, სადაც ღამის გასათენებელი/სასტუმრო, ჰიგიენური და სანიტარიული პირობები, აგრეთვე წყლის ხარისხი და სამედიცინო სერვისები არის მაღალი სტანდარტების, შეიცავს ჯანმრთელობის მცირე რისკებს მოგზაურთათვის (როგორც საქმიანი ასევე ტურისტული მიზნით). გარდა იმ ადგილებისა, სადაც დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით (COVID-19) დაავადების შემთხვევები. ხოლო ის ადგილები, სადაც დაბალია ღამის
გასათენებელი ადგილების/სასტუმროების ხარისხი, არაა ხელმისაწვდომი სუფთა (კეთილხარისხოვანი) წყალი, და არის არაადეკვატური ჰიგიენური და სანიტარიული პირობები, აგრეთვე სამედიცინო სერვისები, შეიცავენ დასნებოვნების სერიოზულ რისკებს და უდიდეს საფრთხეებს მოგზაურთა ჯანმრთელობისათვის.

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების დაფიქსირებისას მგზავრებს აუცილებელია ჰქონდეს კონტაქტი სამედიცინო პერსონალთან მგზავრობის წინ, მგზავრობის დროს თუ შემდეგ, და გაუზიაროს თავის მოგზაურობის ისტორია, დროული და ზუსტი დიაგნოსტირების უზრუნველსაყოფად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერომ უნდა
უზრუნველყოს მგზავრები ყველა საჭირო ინფორმაციით რესპირატორული ინფექციების ზოგადი რისკების შემცირების თვალსაზრისით.

ზოგადი რჩევები მგზავრებისთვის:

- უარი თქვით მგზავრობაზე თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა და ხველა.
- თუ მგზავრობის დროს აღმოგაჩნდათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის გაძნელება აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო სამსახურს, რაც შეიძლება ადრე და გაუზიარეთ ექიმს თქვენი მოგზაურობის ისტორია.
- მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომელთაც აღენიშნათ ხველა და სიცხე.
- ხშირად გაისუფთავეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი საშუალებებით ან საპნით და წყლით.
- მოერიდეთ ხელის თვალებთან, პირთან და ცხვირთან შეხებას.
- ხველის ან დაცემინების დროს დაიფარეთ ცხვირი და პირი მოხრილი იდაყვით ან ქსოვილით/ერთჯერადი ხელსახოცით. შემდეგ გადააგდეთ ქსოვილი/ერთჯერადი ხელსახოცი დაუყოვნებლივ და დაიბანეთ ხელები.
- თუ გადაწყვიტეთ დამცავი ნიღბის ტარება, დარწმუნდით, რომ იგი ფარავს ცხვირს და პირს, და ნუღარ შეეხებით მას გაკეთების შემდეგ. ერთჯერადი ხმარების ნიღაბი გადააგდეთ ყოველი ხმარების შემდეგ და დაიბანეთ ხელები მაშინვე.
- მიირთვით მხოლოდ თერმულად კარგად მომზადებული საკვები.
- მოერიდეთ გადააფურთხებთ საზოგადოებრივ ადგილებში. - მაქსიმალურად მოერიდეთ ავადმყოფ ცხოველებთან ახლო კონტაქტს.

თვითმფრინავში ყოფნისას:

- მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები: - კვების წინ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი

- ტუალეტით სარგებლობის შემდეგ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი

- მოერიდეთ ახლო კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა
- თუ მგზავრობის დროს გახდით ავად, მაშინვე შეატყობინეთ ეკიპაჟს და მოითხოვეთ სამედიცნო მომსახურება.

თუ მოგზაურობიდან უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება მაშინ:

 დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს;
 აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ;
 მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს;
 არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში;
 დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით ( და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს;
 ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა