მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, „ბევრი ENKA” რომ არ მივიღოთ? - ლევან ვეფხვაძის რეკომენდაცია

614b3ef46226d
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 20:30
972
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება ENKA-ს მხრიდან მოსალოდნელი იყო. ლევან ვეფხვაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანიის მხრიდან მომავალი ნაბიჯი საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლა იქნება.

ის მთავრობას, ენერგეტიკის სექტორში მსგავსი შემთხვევებისგან პრევენციის მიზნით რეკომენდაციას აძლევს, რომლის მიხედვით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეკრულებების პირობები მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი.

„თვითონ პრინციპი, რითაც თავიდან ENKA-სთან შეთანხმება მოხდა და რა პრინციპითაც ხდება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დროს ინვესტორთან შეთანხმება ძალიან ბუნდოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობასთან ვინ უნდა ისაუბროს და კითხვებზე პასუხი ვინ უნდა გასცეს არ ჩანს კარგად. ეს კარგად არ არის გაწერილი კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატში, იღებს თუ არა ამ ნაწილს სახელმწიფო და მეორეს მხრივ თუ ეს არ ჩანს, ვუტოვებთ ამას ინვესტორს, ვიღებთ იმ მდგომარეობას რაც დღეს არის.

არსი იმის, რატომაც ENKA-სთან პრობლემა შეიქმნა, არის ის, რომ სახელმწიფომ თავის დროზე არ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ის ყოფილიყო მოლაპარაკების მთავარი მწარმოებელი, ვგულისხმობ 2017-2018-2019 წლებს. თუ არ გვინდა, მომავალშიც სხვაგანაც იგივე განმეორდეს, რადგან ეს გარკვეულ ადამიანთა ჯგუფებს წაახალისებს, რომ სხვა პროექტებშიც ანალოგიურად მოიქცნენ, ვინაიდან ENKA წავიდა და „ნამახვანჰესი“ გაჩერდა, ნიშნავს რომ სხვა პროექტებზეც იგივე მეთოდით შეიძლება მუშაობა, მთავრობის მიდგომები დროულად უნდა გადაიხედოს, რომ ბევრი ENKA არ მივიღოთ, ბევრი სარჩელი, პრობლემა და თავისტკივილი არ მივიღოთ ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.