08.ივლისი .2022 13:13

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ EU-ს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - ვახტანგ ბუცხრიკიძის რეკომენდაცია

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ EU-ს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - ვახტანგ ბუცხრიკიძის რეკომენდაცია
views 821
უკან

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ეს კითხვა BM.GE-მ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ბანკის „თიბისის“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს დაუსვა.

ბანკის ხელმძღვანელი თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვების საკითხი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე გადის და ამ პერიოდში სტრატეგიული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია.

„ალბათ მთავარია ქვეყანამ გრძელვადიანად ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს, რადგან სტატუსის მინიჭება მაინც ეკონომიკაზე გადის. ამავე დროს მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული პროექტების განხორციელება, რომელიც ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა.

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად?