მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გავითვალისწინოთ მტვერსასრუტის შეძენისას? (R)

601653be2557a
BM.GE
31.01.21 10:52
706
მტვერსასრუტი უკვე დიდი ხანია ყველა სახლის დამხმარეა. ადრე მარტივი იყო არჩევანის გაკეთება, რადგან ასეთი მრავალფეროვანი ასორტიმენტი არ არსებობდა და ტექნიკური მახასიათებლები დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეასრულა თავისი საქმე და ბაზარზე გამოჩნდა უამრავი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლებსაც მნიშვნელოვანი განსხვავებები აქვთ არა მხოლოდ დიზაინში, არამედ მუშაობის პრინციპებშიც. ახლა რთულია მტვერსასრუტის არჩევა. როგორ ავირჩიოთ საუკეთესო მტვერსასრუტი ამ მრავალფეროვნებაში?

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მტვერსასრუტში დასუფთავების ხარისხის თვალსაზრისით? რა თქმა უნდა, ფილტრი. ის უზრუნველყოფს ჰაერის ფილტრაციის მაღალ ხარისხს და ამით ხელს უშლის მტვრის ოთახში დაბრუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს დროში, როდესაც ბევრ ადამიანს ალერგიული დაავადება აქვს.

ჩვეულებრივი მტვერსასრუტის შემთხვევაში შესრუტული მტვერი გროვდება სპეციალურ ნაჭრის ჩანთაში, რა თქმა უნდა, განსხვავება არის სიმძლავრესა და ხარისხში, თუმცა ამ ტიპის მტვერსასრუტის მინუსად მაინც რჩება ის ფაქტი, რომ მტვერი ხშირად გარეთ გამოდის და ჰაერს აბინძურებს, ასევე მტვრიანი ჩანთის დაცლისას ნაგავი ჰაერში ხვდება.

აკვაფილტრიანი მტვერსასრუტის შემთხვევაში, მტვრის შესრუტვა იგივე პრინციპით ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში მტვერი გადის მტვერსასრუტის შიგნით მოტავსებულ წყლიან ავზსს, სადაც წყალი ბრუნავს და შესაბამისად ყველა მტვრის ნაწილაკი შიგნით რჩება, გარეთ კი სუფთა ჰაერი გამოდის. წყლის ავზის დაცლა და წყლის გამოცვლა ძალიან მარტივია. ეს პროცესი არ არის დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებებთან და არ საჭიროებს მტვერთან შეხებას.

კიდევ უფრო თანამედროვე და დახვეწილი ვერსია არის მრეცხავი მტვერსასრუტი. ეს უნივერსალური ტექნიკა მოგცემთ საშუალებას კომფორტულად ჩაატაროთ მშრალი და სველი წმენდა. უმკლავდება ნებისმიერი სირთულის ჭუჭყს. მრეცხავი მტვერსასრუტის შემთხვევაში შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ სხვადასხვა სარეცხი საშუალება, რომელიც წყლის წვრილ ნაკადთან ერთად გამოედინება დასუფთავებისას.

ამრიგად, აკვაფილტრიანი და მრეცხავი მტვერსასრუტის შეძენა ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.