უკვე მიღებული საბაჟო კოდექსის ზოგიერთი დებულების ამოქმედება გადავადდა, - მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით დაამტკიცა:
კერძოდ, საქართველოს საბაჟო კოდექსის რამდენიმე გარდამავალი დებულების ამოქმედების ვადა გახანგრძლივდება, ხოლო კოდექსის X წიგნის მოქმედება შეჩერდება 2022 წლის 1 იანვრამდე.
კერძოდ, გადაიდება საბაჟო კოდექსში შესული ცვლილებები, რომელიც ეხება: Duty Free-ს, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემას და გადამზიდავების მიერ პროდუქციის დადეკლარირებას.
რა გადავადდა კონკრეტულად?
Duty Free-სთან დაკავშირებული სიახლეები: როგორც ცნობილია, სასაზღვრო ზოლის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის(Duty Free) მოწყობა შესაძლებელია ქვეყნის შიდა სივრცეში, სადაც საქონლის რეალიზება ხორციელდება მხოლოდ უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე − პირადი სარგებლობისათვის. აღნიშნული საქონელი გათავისუფლებული გადასახადებისაგან. ცვლილებების თანახმად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, პირებს, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნულ საქმიანობას, მიეცეთ მეტი დრო რათა მოახდინონ ადაპტირება ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებთან - ნორმის ამოქმედება გადაიდო.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საბაჟო კოდექსის რიგი მუხლების ამოქმედება გადაიდო, გადამზიდავი კომპანიების დატრენინგებაა - 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქონლის როგორც შემოტანის, ისე გატანის ზოგად დეკლარირებას ახორციელებს მებაჟე, ხოლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ საქონლის დეკლარირება უნდა მოახდინოს გადამზიდავმა - ამას კი გადამზიდავების დატრენინგება სჭირდება - ნორმის ამოქმედება გადაიდო.
ამასთან, ახალი საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის არსებობას. საქმე ეხება ე.წ. „ოქროს სიის“ დეფიცინიას, რომლის მონაწილე, სარგებლობს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და სხვადასხვა პროცედურული ბენეფიტებით. სწორედ არსებული „ოქროს სიის“ მონაწილეები მოიაზრებიან პირებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელ მოთხოვნებს. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის ამოქმედებისათვის, გარდა საკანონმდებლო ბაზის არსებობისა, აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. მთავრობის არგუმენტით მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიდრე არ იმოქმედებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სრულყოფილი სისტემა, „ოქროს სიის“ მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით - ნორმის ამოქმედება გადაიდო.
რაც შეეხება საბაჟო კოდექსის მე-10 წიგნს, რომლის ამოქმედების ვადა 2020 წლის 1 სექტემბერია, ითვალისწინებს იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების ახალ დებულებებს. ახალი შეღავათების გამოყენებისთვის საჭიროა საბაჟოს ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, რასაც ასევე დრო სჭირდება - ნორმის ამოქმედება გადაიდო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი