მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდეთ თუ მალდივებზე გამგზავრებას გადაწყვეტთ?

609d2abce9eea
ნათია თაქთაქიშვილი
14.05.21 00:30
1108
მალდივებმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საზღვრები გასული წლის 15 ივლისიდან ყველა ტურისტისთვის გახსნა, თუმცა თუ კუნძულებზე გამგზავრებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში შესვლამდე მოგიწვეთ PCR-ტესტის ნეგატიური შედეგების წარდგენა, რომელიც ბოლო 96 საათის განმავლობაში უნდა იყოს გაკეთებული, და სადაც ნათლად უნდა იკითხებოდეს ლაბორატორიის მისამართი და სახელი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ტურისტები PCR-ტესტის წარდგენისგან გათავისუფლდებიან, თუ ქვეყანაში შესვლისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზის მიღების შესახებ დოკუმენტს წარადგენენ. თუმცა ვაქცინაცია ქვეყანაში შესვლამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე უნდა იყოს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ სრულად აცრილ ტურისტებს ასევე არ მოუწევთ საკარანტინე პერიოდის გავლა.

CNN-ი წერს, რომ მალიდივებზე ჩასვლისთანავე ტურისტები ვალდებულები არიან ჩამოტვირთონ სპეციალური აპლიკაცია TraceEkee, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კონტაქტების კვლევისთვის არის გათვალისწინებული.

გამოცემის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია 1 თებერვლიდან დაიწყო და AstraZeneca-ს ვაქცინით მიმდინარეობს. მალდივებზე ამ ეტაპზე 380,000 პირია აცრილი. ცნობისთვის, მალდივებზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

CNN-ი წერს, რომ კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე მალდივებზე 29,052 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციას 72 ადამიანი ემსხვერპლა.