მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდნენ პირებმა, რომლებმაც COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს

605efe5e0c38b
BM.GE
27.03.21 13:37
1406
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს იმ პირებისთვის, რომლებმაც COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს.

როგორც რეკომენდაციებშია აღნიშნული, ამ ადამიანებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია:

· ატარონ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში
· დაიცვან სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია
· თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს
· მოგზაურობისას გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები
· სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთონ COVID-19 ტესტირება

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო. გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში სულ 4 281 პირი იყო აცრილი. 30 მარტიდან ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინით აცრაც დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინაზე ჯავშნები თბილისში შეივსო, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში, ჯერ კიდევ იყო დარჩენილი ადგილები.