16.ოქტომბერი .2019 00:25

„რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“ - ხაზარაძის მტკიცებით, მას ამ სიტყვებით ივანიშვილმა მიმართა

views 6597
უკან

„რა უნდათა ამერიკელებს შავ ზღვაში“ - მამუკა ხაზარაძის თქმით, სწორედ ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა 2017 წელს შეხვედრისას, როდესაც ისინი ანაკლიის პორტზე საუბრობდნენ. ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან. ოცი მილიონი უკვე ინვესტიებული გვაქვს პორტში, უცხოელები არიან ჩამოსულები და ა.შ. მე სულ საქმის კურსში ვაყენებდი მას. შევხვდი თავის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მან მითხრა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევიო... ასეთი რაღაცა მითხრა:  რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში. მეგონა, რაღაცა შაყირთან გვქონდა საქმე. რომ მივხვდი იუმორზე არ გვქონდა საუბარი... მან თქვა, რომ ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი კვირიკაშვილი გამაგრებულიყო პრემიერად და სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან და ახლა მე ვფიქრობდი, რომ  ჩინური სახელმწიფო კომპანია უნდა ყოფილიყოო, ახლა ვერ ვხედავ ამ პერსპექტივასო“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს, ამოეწურა, თუმცა, ცოტა ხნის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად ვადის ამოწურვისა, მთავრობა არ აპირებს ხელშეკრულების გაწყვეტას და ვადას კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე აძლევს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა