22.ივნისი .2022 00:00

რა უნდოდა დიპლომის ყიდვას?! თუ 2 ლარად - არა, 20 ათასად ვიყიდდი, თუ 20 ათასად - არა, 200 ათასად - პრემიერის მრჩეველი

რა უნდოდა დიპლომის ყიდვას?! თუ 2 ლარად - არა, 20 ათასად ვიყიდდი, თუ 20 ათასად - არა, 200 ათასად - პრემიერის მრჩეველი
views 21607
უკან

ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური მრჩეველი სოსო ტყემალაძე საკუთარი განათლების შესახებ განმარტებას აკეთებს და BMGTV-ის გადაცემა "რედაქტორის" ეთერში აცხადებს, რომ 1992 წელს თსუ-ში ჩააბარა, თუმცა 2 წელიწადში უცხოეთში წავიდა, სადაც ნავთობის და ლოგისტიკის ბიზნესი დაიწყო. მისივე თქმით, საქართველოში უმაღლესი განათლების გაგრძელება 2014 წელს გადაწყვიტა და ევროპულ-ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. ამასთან, სოსო ტყემალაძე ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეეძლო “ნებისმიერი” სასწავლებლის დიპლომი “ეყიდა”.



ინტერვიუში სოსო ტყემალაძე ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ გაზარდა უცხოეთში საკუთარი ბიზნესი. 

“ბოდიში და ყველა მილიარდერი თითქმის, დიპლომს "გარეთაა", იმიტომ, რომ დიპლომმა ის ჩარჩოები არ მისცა. ვიღაც თუ ყიდულობს დიპლომს, იმან იცის თავის თავში, რომ ნაყიდი აქვს დიპლომი და ვინც არაფერს არ სწავლობს და ფულს ყრის, ის კიდევ საშინელებაა.

1992 წელია, 16 წლის ვარ, ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავდივარ მაღლივ კორპუსში, დენი არაა, აუდიტორიები გაყინულია, არ მინდა აუგი ვთქვა, მაგრამ 85 წლის ლექტორები მიკითხავენ საერთაშორისო ვაჭრობას. ჩემი არაა და ჩემში არ შედის. 2 წელი გავძელი. ამას ორი მიზეზი ჰქონდა, სიდუხჭირე იყო, უმეტესად ფეხით დავდიოდი შარტავადან და ვგრძნობდი, რომ არ ვიღებდი იმას, რასაც ჩემი შინაგანი ითხოვდა. ეკონომიკუარად ოჯახს არ ულხინდა, მამა მშენებელი იყო, დედა დიასახლისი და ინგლისურის სპეციალისტი. მეორე წლის თავზე გადავწყვიტე წავსულიყავი.

რა უნდოდა დიპლომის ყიდვას? - მაშინ იყიდებოდა 2 ლარად ყველა დიპლომი და თუ 2 ლარად - არა, 20,000 ლარად. თუ 20,000 ლარად არა 200 ათასად არამარტო ქართულს, არ დავასახელებ, მაგრამ უცხოურსაც ვიყიდდი.

არც მახსოვს რა ნიშნები მყავდა, ჩემ შემთხვევაში სულ 5-იანები მყავდა, რადგან არც არაფერი ისწავლებოდა, თუმცა პირდაპირ ვამბობ არაფერი ისწავლებოდა. ორჯერ დავბრუნდი, ორჯერ გავაგრძელე და შეუძლებელი იყო. თუ არ ვცდები, მესამე კურსი იყო დაუხურავი.

მთელი წლების განმავლობაში საუკეთესო ლექტორებს ვიყვანდი. რაც კი რეჯენტს კოლეჯში იყო. ბევრგან ვცხოვრობდი - შვეიცარიაში, ინგლისში, უკრაინაში, შუა აზიაში და საუკეთესო ლექტორებს იმ ქვეყანაში ვიწვევდი სასაუბროდ. ჩაი-ყავაზე, რასაც იტყოდა, გადავუხდიდი და რაც კი იცოდა, მარკეტინგი თუ სხვა იმ სამ ოთხ დღეში ის ცოდნა მომქონდა. მაძლევდა წიგნებს და ღამით რომ დავფრინავდი, იმ წიგნებს ვკითხულობდი. ასე ვისწავლე ინგლისური და სხვა ბევრი რამე. ბევრი შრომა ბევრს ასწავლის ადამიანს და თუ მე ვინმე მიცნობს, იცის, რომ მე 24 საათი ვშრომობ.

გარეთაც ადგილის დამკვიდრება, შუა აზიაში ან თუ გნებავთ ევროპაში, ასე მარტივი არაა და იქ მოდუნების საშუალება არ გვქონდა.

ამასობაში, შავ და ხმელთაშუა ზღვაზე მეორე-მესამე ვიყავით სიდიდით ჩვენი კომპანია. ერთ-ორ ნაწილში შეიძლება პირველებიც ვიყავით, ვთქვათ თხევად გაზში "შევრონის" შემდეგ.

სტაფი ქართული გვყავდა. რაღაც პერიოდით CEO იყო მოწვეული, შვეიცარელი, კარგი კაცი, რომელმაც იმდენი გვასწავლა, რომ პირველი ორი წელი დანახვა არ გვინდოდა. საბოლოოდ იმდენი რამე გვასწავლა, რომ გავიზარდეთ საკმაოდ სწრაფად. შვეიცარული ბანკები უზრუნველყოფებს არ ითხოვენ, ისინი ითხოვენ ინტელექტუალურ უზრუნველყოფებს. ისინი ხვდებიან იმ გეგმებს, რასაც ალაგებ, რამდენად გამოსვლადია, როგგორც ყიდვიდან ტრანსპორტირებიდან და გაყიდვიდან მთლიანად გრძელვადიანი პასუხისმგებლობის აღებიანად და მთელ გუნდს ამოწმებენ. მახსოვს ამ შვეიცარული გუნდის მერე ჩამოფრინდა ფრანგი აუდიტორი, რომელსაც უნდა შეემოწმებინა. ყავა დალია, შეგვხედა და წავიდა. დაინახა წყობა, როგორ ვზივართ ოფისში, თანამშრომლები როგორ მოძრაობენ. აქ იყო მთავარი სხვა რამე - თუ რამდენად თვითნაბადები ვართ. რამდენად ვფლობთ იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა და რამდენად გვაქვს ძალა გავუმკლავდეთ პრობლემებს.

გამოგვკითხა რა იყო ჩვენი პრობლემები და მარცხები მოვუყევით, ასევე რა პროექტი გვქონდა ასეთი, სად რამდენი მილიონი დავკარგეთ და როგორ ამოვედით; თუკი ჩავარდნა არ ჰქონია, ის სერიოზული არაა და თუ სულ ჩავარდნები გაქვს, ბოდიში და ბეყე ხარ. ვინც მეტად წაიქცა და წამოდგა, იმან მეტი გაიარა და მეტად მდგრადია. ამასაც აკვირდებიან. მაშინდელმა აუდიტმა ბევრი რამე მოგვცა. ეს იყო მიუწვდომელი, რაც იყო მილიარდიანი ხაზები საბრუნავად. ასეთი იყო ისტორია.

ყველაზე მთავარი არის აღზრდა. აღზრდა იმ წლებში, რაც მივიღე. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი საკმაოდ დიდი გარემოცვის, დეიდებიდ, ჩემი მეგობრების მამებიდ და სუყველასი... როგორ გვზრდიდა, როგორ გვეფერებოდა, ალბათ იმხელა მოგვცეს იმ თავში, რომ მერე უკვე ამ აღზრდამ ყველაფერი აიტანა.

როდესაც იცი, რომ არ გაქვს ის განათლება, რაც აქვს სხვას, მუდმივად ცდილობ, რომ ისმინო და ისწავლო; როდესაც განათლებულები მოდიან, ოქსფორდი ამან იცის, სხვამ არ იცის….

დიპლომი მაქვს, შემდეგ გავაგრძელე <სწავლა> 2014 წელს, როდესაც დავიწყე დაბრუნება. სადაც დედამიწაზე შეიძლებოდა ყველგან ან მინიმუმ ვიყიდდი ან იქ დავამთავრებდი და მე მქონდა ჩემი პრინციპული ხედვა. იგივე ჩემი მეგობრები, რომლებიც არა დიპლომამდე, არამედ ცოცხლები ვერ მოვიდნენ დღევანდელ დღემდე, ბევრი - ზოგი გაჭირვების გამო, ზოგი უბედურების გამო, ომი იყო და ასე შემდეგ.

2014 წელს დავბრუნდი, პირველი ეს იყო ქართული დიპლომი, არავისთვის საჩვენებლად არ მჭირდებოდა, ოქსფორდის დიპლომი მაქვს თუ არა. ბევრი ოქსფორდიც მინახავს და მიკითხავს 2007-2008 წლებში - რას ასწავლით მეთქი?! ახალგაზრდებს ღუპავთ თქო, ლონდონის ბიზნეს სქულში იყო. თქვენ ასწავლით გრძელვადიან დაპროექტებას პროექტების მართვას, ბოლოს მაჩვენეთ გრძელვადიანობა სად იყო-მეთქი? უნდა დაიწყოთ ცვლილებებზე ადაპტირების სწავლება. ეს იყო 2007-2008-2009 წლებში. მთავარია ცვლილებებზე ადაპტირების სწავლება, დღეს ხომ საერთოდ ყველაფერი იცვლება ერთ წამში. ტელეფონმა შეცვალა რამდენი რამ. ერთი ტელეფონით შეგვიძლია ლარის კურსი ავათამაშოთ -  ვთქვათ, რომ ლარი იქნება 3.7 ლარი, ეს ჩვენს მეგობრებს გავუზიაროთ, როგორ გვენდობიან და ავარდება-ჩავარდება და ზედ ფულით ვითამაშოთ, მოვიგოთ წავაგოთ. რას ვასწავლით ახალგაზრდებს?

ევროპული უნივერსიტეტი, კეთილშობილი ხალხი... მივედი, ვთქვი ჩემი ცოდნა რაც არის, თქვენ თვითონაც ნახავთ-მეთქი... გრძნობდნენ, რომ მოვედი უფრო მეტად განათლებული, ვიდრე სწავლა მჭირდებოდა და დაბნეული მიყურებდნენ რა მინდოდა. რა თქმა უნდა, მაგისტრატურასაც ვაპირებ 5-6 წლის შემდეგ, სინამდვილეში მიზნად მქონდა, რომ 2020 წელს ეს გამეკეთებინა, მაგრამ კოვიდმა არია და ამ პროცესებმა დროები შემიცვალა. ეს ერთი და მეორე, მეც ისეთივე მქონოდა როგორც სხვებს. როდესაც უკვე დიპლომის დაცვა იყო, საბანკო თემა, კი ბატონო საბანკო თემის დაწერას რა უნდა, ბანკშიც ვყოფილვარ შიგნითაც, გარეთაც და ასე შემდეგ; რომელი გაინტერესებთ მეთქი და საკმაოდ ასაკოვანი იყო ბორდი ამ დიპლომის დაცვის და ქვეყნის ეკონომიკაზე ვისაუბროთ თუ საბანკოზე და საბანკო გვითხარიო და მაშინ ჩემს ნამუსთანაც მართალი ვიყავი, დავიცავი ჩემი ხედვა ქვეყნის ეკონომიკაზე. შევცვალე თემა, რა თქმა უნდა, საბანკოს თქმას რა უნდოდა, თავადაც ესმოდათ, რომ ვიცოდი და უნდოდათ სიახლის მოსმენა, პრინციპში ვერც დამალეს აღფრთოვანება, საკმაოდ გრძელი 3-4 საათიანი საუბარი გამოგვივიდა და მერე ერთი შეკრებაც გავაკეთეთოთო, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს სტუდენტებს ეს მოტივაცია, ეს ენერგია აჩვენოო. ცხოვრებაში პირველად დავთანხმდი მაშინ რაიმე საჯაროობას, თუმცა ეს სამწუხაროდ, ვერ მოხდა.

იმდენი ტვინი მაქვს, რომ ვიყიდდი, 200,000-ს გადავიხდიდი, 500,000-ს დოლარს გადავიხდიდი, შეიძლება ოქსფორდის მეყიდა PHD, თავისი ყველაფრით და როგორმე ერთ თვეს გამოვყოფდი, არ მაინტერესებს მე იმის სწავლა, რაც მაინტერესებს იქით მივდივარ", - აცხადებს ტყემალაძე.

<სტილი დაცულია>

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა