მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობა აქვს რეკლამას სოციალურ ქსელებში? - Spend 4 Seasons in Georgia

61f93ae7926d0
მარიამ ადამია
13.02.22 19:00
927
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს მარკეტინგულ აქტივობებში 12 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. აღსანიშნია, რომ 12 მლნ ლარიდან 5 მილიონი მიზნობრივ ქვეყნებში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნაზე უნდა დაიხარჯოს, მაგრამ როგორც bm.ge-მ დამატებითი კითხვებით გაარკვია, ტურიზმის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ფიქრობს, დახარჯოს თუ არა გამოყოფილი 5 მლნ უცხოეთში "წარმომადგენლობითი ოფისების გახსნისთვის".

„დღეს, როდესაც პანდემიის გამო, დიდი გამოწვევების წინაშეა ტურიზმის ინდუსტრია, მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო რესურსი, რომელიც ქვეყნის პოპულარიზაციისთვისაა გამოყოფილი, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ და დავიწყოთ მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება სხვადასხვა პლატფორმის დახმარებით - იქნება ეს ტრადიცული თუ არატრადიციული არხები“, - ამის შესახებ პლატფორმა Spend 4 Seasons in Georgia-ის თანადამფუძნებელმა ქეთა გოლეთიანმა თემაზე საუბრისას გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა და აქცენტი სოციალურ მედიაში გაკეთებული რეკლამის უპირატესობაზე გააკეთა.

„შესაძლებელია შედარებით დაბალი ბიუჯეტით უფრო დიდი ეფექტის მიღება, ვიდრე ამის საშუალებას ტრადიციული მედია იძლევა“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში, მომხმარებელი ერთგვარი კამპანიური წამოწყების მონაწილე ხდება, რაც მისი კიდე ერთი მთავარი უპირატესობაა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მცირე დანახარჯებთან არის დაკავშირებული, აუდიტორიის მოცვა კი ფართოა.

“პლატფორმა Spend 4 Seasons in Georgia-ის პლატფორმის წარმატებაც და საჭირო მესიჯების გაზიარება საქართველოს შესახებ, მასობრივად მთელს მსოფლიოში, სწორედ სოციალური ქსელის ეფექტია. დღეს პლატფორმაზე 343 ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული, ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და რაც მთავარია, მუდმივად იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის შესახებ“, - აღნიშნა პლატფორმის თანადამფუძნებელმა.

გოლეთიანის თქმით, საქართველოს მიმართ ინტერესი პლატფორმაზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, განსაკუთრებით ევროპიდან, ამერიკიდან და არაბული ქვეყნებიდან, საიდანაც ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოდიან და ამ კუთხით გაძლიერება და დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია.

ამასთან, Spend 4 Seasons in Georgia-ს თანადამფუძნებელი გამოფენებში მონაწილეობის და B2B კავშირის დამყარების მნიშვნელობაზეც საუბრობს.

„ბიზნეს-წრეებთან კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანია გამოფენებზე დასწრებაც და B2B კავშირის დამყარება, ამიტომ ხარისხიანი მარკეტინგული კამპანიისთვის ორივე მიმართულების გამოყენება და ამ საშუალებების ერთგვარი კომბინაციაა საჭირო,” - აღნიშნა ქეთა გოლეთიანმა.