მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობა აქვს საქართველოს ინვესტიციების მოზიდვისას? - დავით სონღულაშვილის მოსაზრება

6002defbea080
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.21 17:07
1415
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, კრიზისიდან გამომდინარე საქართველოსთვის ინვესტიციებს მოზიდვა გამოწვევა იქნება. ამის შესახებ მან გადაცემა „Forbes კვირაში“ საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ დაინტერესდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვით, თუ როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყნამ კრიზისულ პერიოდში ინვესტიციები. აღნიშნული შეკითხვა დავით სონღულაშვილმა გიორგი გახარიას პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის სამოქმედო გეგმის წარდგენისას დაუსვა, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ ინვესტიციების მოზიდვისას „ინდივიდუალური მიდგომა და არანაირი წესები“ უნდა მოქმედებდეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმდომარე იზიარებს პრემიერის მიდგომას და განმარტავს:

„დღევანდელ მოცემულობაში ინვესტიციები დაიწყებს მოძრაობას უფრო დიდი და სტაბილური ქვეყნებისკენ. შესაბამისად, ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს იქნება გამოწვევა. ამ შემთხვევაში ჩვენი კონკურენტული უპირატესობა იქნება, სავარაუდოდ, უფრო მეტი მოქნილობა და გახსნილობა.

მოქნილობა პატარა ქვეყნის პირობებში ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ინვესტორს შეგიძლია მიუდგე ინდივიდუალურად და გადაწყვეტილებები მიღებული იყოს სიტუაციიდან გამომდინარე. ზუსტად ეს იყო ჩემს კითხვაზე ბატონი პრემიერის პასუხიც და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ნაწილში, რომ ეს ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა, რითიც ჩვენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უნდა შევძლოთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისი შეფასებით, არსებული კრიზისი აბსოლუტურად განსხვავებულია სხვა ყველა დანარჩენი კრიზისისგან.

„ეს არის მოთხოვნის და მიწოდების კრიზისი ერთად. ყველაზე მეტად, რასაც ამ მოცემულობამ დაარტყა არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და მეორე მხრივ, ეს დიდი გამოწვევა იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა.