მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რა უშლის ხელს იმას, რომ აცრილი ტურისტები ჩამოვიდნენ აქ?”- ტუროპერატორების მიმართვა მთავრობას

6008754d47807
ანუკა ჯოხაძე
20.01.21 23:50
727
კონკრეტული სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო ტურისტული კომპანიები თავიანთ პარტნიორებთან საქმიან ურთიერთობებს ვერ იწყებენ. მათთვის დღემდე უცნობია კონკრეტული რეგულაციები და ვადები, როდიდან შეძლებენ ისინი აქტიურად მოლაპარაკებების წარმოებას. როგორც ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, მათ არაერთხელ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩართულიყვნენ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, თუმცა უშედეგოდ.

არადა, მისი თქმით, მოთხოვნა არსებობს. თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია და ისრაელი ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა უკვე მიიღეს მზაობა ტურისტების ჩამოსვლაზე.

“ტურისტების მისაღებად სამოქმედო გეგმა არ გვაქვს. როდესაც ვკითხულობთ, სად არის სამოქმედო გეგმა, სახელმწიფო გვპასუხობს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეპიდემიოლოგებთან, რაზეც კერძო სექტორი ვპასუხობთ, რომ ჩვენც ჩაგვრთონ. ამის პარალელურად, დაახლოებით 1 თვის წინ თქვეს, რომ ფრენებზე შეზღუდვები მოისხნებოდა, თუმცა დეტალები თუ როგორ მოიხსნება შეზღუდვები და რა მიმართულებით, დღესაც არ არის ცნობილი. აეროპორტებსაც ვეკითხებით და მათაც არ აქვთ ინფორმაცია.

არადა მოთხოვნა არის ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, რომლებსაც უნდათ ჩამოსვლა სათხილამურო კურორტებზე. ითხოვენ რეგულაციებს, აინტერესებთ ფრენების გრაფიკი. რა უშლის ხელს იმას, რომ აცრილი ხალხი ჩამოვიდეს საქართველოში? რატომ არის ეს ასეთი პრობლემა? ბედის ანაბარა ვართ დარჩენილები და ველოდებით როდის გადანაწილდება თანამდებობები სამინისტროებში და მნიშვნელოვან უწყებებში, როდის მიიღებენ ისინი გადაწყვეტილებებს. რომელი მინისტრიც არ უნდა შეცვალოს და როგორც არ უნდა გადანაწილდეს, სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს დასახულ მიზანს გაყვეს და გააგრძელოს ზუსტად ის მიმართულება, რომელსაც მოსახლეობა და ბიზნესი ითხოვს", - ამბობს ტუროპერატორთან ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი.