“დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს მთავრობამ ჩემზე უკეთ იცის”, - ასე პასუხობს საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა Forbes Georgia-ს კითხვას - რა უშლის ხელს საქართველოში მეტი უცხოელი, მათ შორის ჩეხი ინვესტორების მოზიდვას.
„დარწმუნებული ვარ, ეს მთავრობამ ჩემზე უკეთ იცის, თუმცა მოდით, დავიწყოთ რეგიონში არსებული ვითარებით, განსაკუთრებით ახლა - ეს ფაქტორია. ასევე, პრობლემა შეიძლება იყოს ადგილობრივი ბაზრის ზომა. როგორც წესი, ინვესტორები მოდიან დიდ ბაზრებზე, ვინაიდან ოპერირება იქნება უფრო მომგებიანი. ასევე, ვფიქრობ, შეიძლება მიზეზი იყოს წარმოების და ექსპორტის შესაძლებლობები; მაშინ როდესაც საქართველო პატარა ბაზარია პატარა ეკონომიკით, ის ფოკუსირებული უნდა იყოს ექსპორტზე, დღეს კი ქვეყანაში არ არის ექსპორტზე ორიენტირებული ბევრი სექტორი, საექსპორტო შეთავაზებები არ არის განვითარებული - ესეც პრობლემაა”, - განაცხადა ელჩმა.
გარდა ამისა, ჩეხი დიპლომატი მეტი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად საქართველოს გამოწვევებს შორის ასახელებს კვალიფიციური მუშახელის პრობლემას.
“მე რასაც ვხედავ, პრობლემაა პროფესიული მომზადების დონეც. ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა დისკუსიები „ენერგო პრო ჯორჯიასთან” მათ საჭიროებებთან დაკავშირებით და გვითხრეს, რომ ამ კუთხით გასაჭირში არიან - ჩვენ უკვე ავიყვანეთ ყველა კარგი ელექტრო-ინჟინერი, მაგრამ კიდევ გვჭირდება და აღარ არიანო. ამ მხრივ, მთავრობა და ჩვენი საელჩო მხარს უჭერს თანამშრომლობას ჩეხეთის და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის, რათა ინჟინრების მომზადების დონე ამაღლდეს, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით“, – აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ კურსდამთავრებული ინჟინრები სამსახურის შეთავაზებებს „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ მიიღებენ.
ასევე, გამოწვევებს შორის პეტრ მიკისკა დიდ ბაზრებთან საქართველოს ნაკლებად განვითარებულ კავშირებს ასახელებს.
“მართალია, საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ბევრ შესაძლებლობას აძლევს ქართველებს, მაგრამ ჯერ კიდევ ყველამ არ იცის ამ შესაძლებლობების შესახებ, თუ როგორ დაიწყონ ექსპორტი ევროპის ბაზარზე და ა.შ., რაც არ არის იოლი, მანძილის, სხვადასხვა წესების და სტანდარტების გამო“, – აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?