„კორპორაცია ქინძმარაულის“ ჯგუფის გენერალური დირექტორი, ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, რომ მიუხედავად ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიურობისა, ქვეყნის ცნობადობა, სამიზნე ბაზრებამდე ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიტანა და ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობა დღემდე საკმაოდ რთულია, რაც რუსეთის ბაზარზე 56%-იან დამოკიდებულებას იწვევს.
BMG-თან საუბრისას ქსოვრელი ამბობს, რომ მათი ჯგუფის ქვეშ გაერთიანებული სამი საწარმო ექსპორტს 22 ქვეყანაში ახორციელებს. მათ ჩამონათვალში 2021 წლის მონაცემებით, მოწინავე პოზიციები ჩინეთს და გერმანიას ეკავა, რომელსაც უკრაინა და ბელარუსი მოჰყვებოდა (რუსეთის წილი მხოლოდ 4% იყო). ომის გამო გაყიდვები უკრაინაში განულდა, ბელარუსში კი გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად იკლო.
„საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ცნობადობა, საკმაოდ დაბალია. ძირითადი თანხები საქართველოს პიარისკენ უნდა მიიმართოს. მაგალითისთვის პორტუგალია, ჩემი ინფორმაციით, $1-2 მლრდ-ზე მეტს ხარჯავს მხოლოდ ამერიკის ბაზარზე ცნობადობის გასაზრდელად. მესმის, რომ ამის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ არსებული რესურსი ზუსტად იმ საკითხებში უნდა გამოვიყენოთ, რაც მნიშვნელოვანია, მერე გაყიდვებიც გაიზრდება. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით აქცია დაიწყო, რაც ვფიქრობთ, რომ დადებით შედეგს მოიტანს.
მეორე საკითხია ლოგისტიკა, რაც ჩვენთან საკმაოდ აუწყობელია. იმის გამო, რომ დიდი ტვირთბრუნვა არ გვაქვს, ძვირი ჯდება. დღეს, როცა სატრანსპორტო საშუალებები გაძვირებულია, ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია.
და მესამე ის, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ სრულად საბაზრო ეკონომიკაზე. არ უნდა იყოს სუბსიდია, იმიტომ რომ ეს ვიღაცას ხელს უწყობს, ვიღაცას კი ხელს უშლის. ბიზნესში მთავარია შეჯიბრია. თუ იქნება დაცული ეს საკითხები, მე მგონია რომ საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი გაიზრდება. სახელმწიფოს ჩარევა უნდა მოხდეს, როგორც არბიტრის, ის ცნობადობის გაზრდის გზაზე ხელშემწყობი უნდა იყოს", - განაცხადა ნუგზარ ქსოვრელმა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით, მიმდინარე წელს ღვინის ექსპორტი დაახლოებით 30-40%-ით შემცირდება.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით კი, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ღვინის ექსპორტი, 2022 წელს ჯამურად 20%-დან 40%-მდე შემცირდება, რუსეთში იმპორტი კი - 30%-დან 50%-მდე, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და რა წნეხი ექნება სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ