მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვაჩუქოთ კრიპტომოყვარულ მეგობარს?

63a2a59b94ed2
BM.GE
21.12.22 00:05
632
ახალი წელი მოახლოვდა და ყველაზე აქტუალური კითხვაა რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს, რათა განსაკუთრებულად გავულამაზოთ დღე. საქმე არც ისე რთულადაა, თუ საჩუქრის ადრესატი კრიპტო მოყვარულია, რადგან მისი გახარება ძალიან მარტივად შეგიძლია:

1. ტანსაცმელი და აქსესუარები კრიპტოვალუტის პრინტით.

კრიპტო მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საყვარელი საჩუქარია ჰუდი, ჩანთა და სხვადასხვა აქსესუარები კრიპტო თემატიკით. ასე მეგობარს შეგიძლია ორიგინალური და პროსონალიზირებული საჩუქარი დაუმზადო.

2. კრიპტოვალუტის შემსწავლელი ონლაინ კურსი.

უამრავი ონლაინ კურსები არსებობს, სადაც საფუძვლიანად არის შესაძლებელი კრიპტო სამყაროს შესწავლა. ასე მეგობრის განვითარებაზეც იზრუნებ და თან გამოხატავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მისი წარმატება. თუმცა, სანამ რომელიმე ონლაინ კურსს შეარჩევ, გაითვალისწინე რა დონზე ფლობს შენი მეგობარი ცოდნას.

3. ბიტკოინი (BTC)

რა არის საუკეთესო საჩუქარი კრიპტომოყვარულისთვის? რა თქმა უნდა ბიტკოინი.

ციფრული ფულის ჩუქება wowchy-ზე შეგიძლია, სადაც აირჩევ სასურველ ღირებულებას და საჩუქარს ელ.ფოსტაზე და SMS-ით, სასურველი ტექსტით და საახალწლო დიზაინით გაუგზავნი. ვაუჩერის მიღების შემდეგ, მისი მფლობელი MyCoins-ის ანგარიშზე, პრომო კოდის ველში შეიყვანს ვაუჩერში მითითებულ კოდს და გაგზავნილი თანხის ბიტკოინს MyCoins-ის ანგარიშზე მიიღებს. ასე დროსაც დაზოგავ და თან ყველაზე მეტად გაახარებ შენს ადრესატს.