მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვადაში მოხდება კომპენსაციის გაცემა თვითდასაქმებულებზე - ლაშა ხუციშვილის განმარტება

5ea825f983320
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.20 16:46
1517
კომპენსაციის გაცემის წესი იდენტიფიცირებული და არაიდენტიფიცირებული თვითდასაქმებულებისთვის განსხვავებული იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაციისას განაცხადა.

„იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მარტივი, 10 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტო დაადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ბაზებს, განაცხადებს და ამ ვადებში მოხდება. ხოლო რაც შეეხება არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს, ამ ნაწილში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადს, დააჯგუფებს მათი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის განმავლობაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შემქნილ უწყებათშორის კომისიას, ხოლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ 10 დღის ვადაში მოხდება აღნიშნული კომპენსაციის მიღება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა