მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვადებულებები აქვთ საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს - განმარტება

5e79e681034ff
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.20 14:56
1849
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების წესები განმარტა.

„საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულები არიან, გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით და სხვა ჰიგიენური საშლებებით“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.