07.დეკემბერი.2018 10:15
EU Georgia

რა ვალდებულებები აქვს საქართველოს ევროკავშირის მიმართ კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით

რა ვალდებულებები აქვს საქართველოს ევროკავშირის მიმართ კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, საქართველომ აიღო საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანის ვალდებულება.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ერთიანი საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც, ერთის მხრივ, ემსახურება ემიტენტებისთვის გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის სტანდარტების დამკვირდებას, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს საბაზრო მანიპულაციის თავიდან აცილების მექანიზმებს.

BM.GE-მ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორს გიორგი ფარესიშვილს მიმართა კითხვით: „რა ვალდებულებები აიღო საქართველომ კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით და ამჟამად რა მდგომარეობაშია საფონდო ბირჟა?“

“საქართველომ აიღო რიგი ვალდებულება, რომ ევროკავშირის ცალკეული დირექტივები, რომელიც დაკავშირებულია კაპიტალის ბაზართან, დროთა განმავლობაში დაინერგოს. თუმცა ეს არ გულისხმობს ჩვენს ვალდებულებას, რომ ამ რეგულაციების პირდაპირ კოპირება მოვახდინოთ. შეიძლება მათი ტრანსფორმაცია ისე, რომ მოერგოს ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს და მოთხოვნებს. ასევე არსებობს გარკვეული ვადები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ამ ევროდირექტივების დანერგვა. საუბარია, ძირითადად ინვესტორთა დაცულობაზე, რომლებიც საფონდო ბირჟაზე მონაწილეობენ, ასევე წესები, რომლებიც საბროკერო კომპანიებს, ცენტრალურ დეპოზიტარებს და ბაზრის სხვა მონაწილეებს ეხება. ამ ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა, სერიოზული ანალიზი ევროკავშირის დირექტივების. მაგალითად, რომელი მოერგება საქართველოს საჭიროებებს ბაზრის დღევანდელი მდგომარეობით და ა.შ. არის რეგულაციები, რომლებიც იმდენად მკაცრია, რომ მათი დანერგვა ბოლომდე უჭირთ ევროპის ქვეყნებშიც კი, რადგან ის ბაზრის განვითარბეის გარკვეულ ეტაპს მოითხოვს. საქართველოს საფონდო ბაზარი არის განუვითარებელი და ძალიან შორს არის ევროპული სტანდარტებისგან, ამიტომ პირდაპირ რეგულაციების დანერგვა და პირდაპირ გადმოღება დიდი ზიანის მომტანი იქნება“,  - განაცხადა გიორგი ფარესშვილმა.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

06.მაისი.2019 11:44
130

პრემიერი: თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან

ვრცლად
30.აპრილი.2019 10:03
266

GEclose2EU - კონკურსი ბიზნესისთვის

ვრცლად
15.აპრილი.2019 13:23
292

ევროკავშირის ელჩი: საქართველო, როგორც ბრენდი, ევროკავშირში უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს

ვრცლად
11.აპრილი.2019 18:13
254

გიორგი ქობულია: ევროკავშირი ტექსტილისა და ავეჯის კლასტერების შექმნაში დაგვეხმარება

ვრცლად
10.აპრილი.2019 19:51
223

"ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37 პროცენტით გაიზარდა"

ვრცლად
08.აპრილი.2019 18:05
335

რა არის მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის? - ევროკავშირის ელჩის მოსაზრება

ვრცლად