მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვალდებულებები აქვთ დისტანციურ რეჟიმზე მომუშავე ადამიანებს? – მიმოხილვა

5e96072a1a537
თამთა ჯიჯავაძე
15.04.20 00:10
1146
მიმდინარე მოვლენების ფონზე, კომპანიების სპეციფიკიდან გამომდინარე დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ ეწინააღმდეგება შრომითი ურთიერთობის დეფინიციას და ავტომატურ გავლენას არ ახდენს ანაზღაურების სისტემაზე, – ამის შესახებ საუბარია ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი მიმოხილვა“.

მიმოხილვის მიხედვით, რეკომენდირებულია დასაქმებულს ნათლად განემარტოს შემდეგი:

• დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში არ იცვლება სტანდარტული სამუშაო და შესვენების დროები;
• დისტანციურ რეჟიმში მუშაობისას დასაქმებული ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომპანიის ხელმძღვანელებისა და კლიენტების მიერ სატელეფონო ანდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
• იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულის მიერ, მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება მომსახურების გაწევა, ამის შესახებ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა შეატყობინოს ხელმძღვანელს;
• საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის ხელმძღვანელს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებული მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

მიმოხილვა სრულად წაიკითხეთ აქ.