23.მარტი .2020 14:25

რა ვალდებულებები აქვთ ობიექტებს, რომლებიც სურსათს აწარმოებენ? - დადგენილება

views 247
უკან

საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობამ კი, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა. N181 დადგენილების მიხედვით, ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები;

ბ) პერსონალის მიერ გამოყენებულ იქნეს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი;

გ) პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;

დ) გაზრდილი სიხშირით მოხდეს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

ე) სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა