26.თებერვალი .2020 19:19

რა ვალდებულებებს გადასცემს საპარტნიორო ფონდი "ნენსკრა ჰესის" პროექტზე ეკონომიკის სამინისტროს?

views 444
უკან

"ნენსკრა ჰესის" პროექტზე "საპარტნიორო ფონდი" საკუთარ უფლებებს ეკონომიკის სამინისტროს გადააბარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

"ნენსკრასთან" ჩვენ ასე ვართ, ჯერჯერობით, შეთანხმებული და იმედი მაქვს, ეს იურიდიულ ფორმასაც მიიღებს, რომ ჩვენი ჩადებული ინვესტიციის ასახვა მოხდება "ნენსკრას" კაპიტალში და ჩვენ გვექნება "ნენსკრას" აქციების გარკვეული პაკეტი, მაგრამ მომავალში ჩვენ "ნენსკრაში" ინვესტიციას არ განვახორციელებთ, შესაბამისად, ამ უფლებებს წაიღებს ეკონომიკის სამინისტრო და ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც მომავალში დააფინანსებს პროექტს, რომელიც განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზეა მისული", - განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ნენსკრა ჰესი" სვანეთში უნდა აშენდეს. მისი დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი, მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ინვესტორია კორეული კომპანია K-Water-ი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა