ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.
BMG ჯანდაცვის მინისტრისგან დაინტერესდა, მარჟა იქნება თუ არა 15-დან 40%-მდე და 100 ლარზე ზემოთ 20 ლარი და აფთიაქებს იგივე ფასნამატის გაკეთება შეეძლებათ თუ არა? ასევე, რაც შეეხება ორიგინალ მწარმოებლებს, მათ შემთხვევაში როგორი იქნება მარჟები და როგორი სხვა გენერიკებისთვის?
„თითოეულ აქტიურ ნივთიერებაზე, თითოეულ მოლეკულაზე განვსაზღვრავთ ორ ფასს, როგორც ორიგინალი მწარმოებლის ფასს, ისე ყველა პატენტზე, დაკოპირებულ გენერიკზე, ბრენდზე მეორეს განვსაზღვრავთ. თითოეულ მოლეკულაზე განისაზღვრება ორი ფასი - ერთი ორიგინალი, რომელიც გამოითვლება სხვადასხვა ქვეყნების პრინციპით, ორიგინალებზე საშუალო ფასით და მეორე ფასი გამოითვლება გენერიკული მედიკამენტებისთვის. ეს არის სპეციალურად მიმართული იმისკენ, რომ ორიგინალმა მწარმოებლებმა ისევ ჩვეულებრივად გააგრძელონ ოპერირება ქვეყანაში. ეს ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულებაა. გენერიკებზეც ყველაფრის გათვალისწინებით განვსაზღვრავთ საბითუმო ფასს და საბითუმო ფასიდან აფთიაქი შეძლებს 15%-დან 40%-მდე დაამატოს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გონივრული მარჟა იყოს განსაზღვრული აფთიაქის მხარესაც“, - განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, დაყოფა რაში გამოიხატება და გენერიკებზე ფასნამატი რამდენია, მინისტრი პასუხობს, „საბითუმო ფასი ორივე შემთხვევაში განისაზღვრება, როგორც ორიგინალზე, ასევე გენერიკზე და აფთიაქის მარჟაც ორივე შემთხვევაში განისაზღვრება“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი